პაატა მანჯგალაძე ვახტანგ გომელაურს - ვაჟა-ფშაველას ქვეყანაში ვართ, ვისაც ერევი, ახრჩობდე არასდროს ყოფილა არც მაგარი ბიჭობა, არც კაცობა და არც ძალა არის „რობოკოპების“ რაოდენობაში

უწყებაში გყავთ ადამიანები, რომლებსაც ძალადობის გამო აწინაურებენ, ახალისებენ - ასე მიმართა “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს.

მანჯგალაძის თქმით, სისტემა სწორედ ძალადობაზე დგას.

„ის, რაც დღეს კალაძემ იკადრა, თითქოს, ალეკო ელისაშვილმა ის უნდა მიიღოს, რაც დაიმსახურა, არ ჯდება არც სამართალში და არც მორალში, ეს არის ჯუნგლის კანონში ქვეყნის გადაყვანა, რომ ან მოერევი ან მოგერევიან. ასეთი სისტემა გვინდა?

დღეს თქვენ მოხვედით პარლამენტში, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ვსაუბრობთ ძალადობაზე, უწყებაში გყავთ ადამიანები, რომლებსაც ძალადობის გამო აწინაურებენ, ახალისებენ. ყველამ ნახა ფაქტები ვიწრო ქუჩებში როგორ უსაფრდება და არბევს პოლიცია სახლში მიმავალ ახალგაზრდებს.

ასევე უმძიმესი ფაქტი, რამდენიმე პოლიციელი ხალისით იღებდა ვიდეოს როგორ სცემენ ალეკო ელისაშვილს, რატომ? – „როსგვარდიელები“ ხართ რომ მერე აჩვენოთ შეფს და დაგვაწინაურებენ, პრემიას მოგცემენ? ეს არ არის ძალადობის წახალისება?

მე რომ გადაწყვეტილებას ვიღებდე, მინიმუმ დროებით მაინც შევუჩერებდი ამ ადამიანებს უფლებამოსილებას, რომ სხვამ არ გაბედოს მსგავსი ფაქტი.

ვაჟა-ფშაველას ქვეყანაში ვართ, ვისაც ერევი, ახრჩობდე არასდროს ყოფილა არც მაგარი ბიჭობა და არც კაცობა. დანაშაულია წაქცეულს რომ ურტყამ და არ ჩერდები, ამის გამო წესით, თავმოყვარე მინისტრი უნდა გადადგეს. ხვალ შეიცვლება ხელისუფლება და თქვენც გინდათ რომ იგივე სტანდარტით მოგექცნენ? ამას ამკვიდრებთ? ამას უწყობთ ხელს?

გამოძიება არ მიდის, იქონიეთ თავმოყვარეობა და დაგმეთ მაინც მაგრამ ამას არ გააკეთებთ რადგან თქვენი სისტემა სწორედ ამ ძალადობაზე დგას”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე