მიხეილ სააკაშვილი - ალეკო ელისაშვილს, როგორც „ქოცების“ იაფფასიანი შურისძიების მსხვერპლს, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ - პოლიციელები, რომლებიც ალეკოს ურტყამდნენ, იქცეოდნენ როგორც ნამდვილი კრიმინალები

ალეკო ელისაშვილს, როგორც „ქოცების“ იაფფასიანი შურისძიების მსხვერპლს, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ, - ამის შესახებ საქართველო მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, თავად ალეკო ელისაშვილს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სოლიდარობა არასდროს ემეტება.

„ალეკო ელისაშვილს ჩემ მიმართ რაიმე სახის სოლიდარობა არასდროს ემეტება. მიუხედავად ამისა, მას, როგორც „ქოცების“ იაფფასიანი შურისძიების მსხვერპლს, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ!

ამ ეპიზოდში ყველაზე ამაზრზენი იყო ის, რომ პოლიციელები, რომლებიც ალეკოს კანცელარიასთან ურტყამდნენ, იქცეოდნენ როგორც ნამდვილი კრიმინალები.

დანაშაულებრივი რეჟიმი აუცილებლად დასრულდება!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის