ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი შვედეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და კომიტეტის წევრები შვედეთის სამეფოს პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს გუდრუნ ბრუნეგარდს და დელეგაციის წევრებს (სუზან ნორდსტრომს, ჰანნა იენარშონს და მილ შტრანდს) შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და შვედეთს შორის არსებული წარმატებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მათი გაძლიერების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო თანამშრომლობაზე.

„შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგი და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესი.

მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე, აგრეთვე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

შვედეთის საპარლამენტო დელეგაციასთან გამართულ შეხვედრას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე და კომიტეტის წევრები ვიქტორ სანიკიძე და თეონა აქუბარდია ესწრებოდნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება