პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოსთან სტუდენტები არიან შეკრებილები. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სტუდენტური მოძრაობა „დაფიონის“ წევრის ზვიად ცეცხლაძის განცხადებით, მათი მიზანია ახალგაზრდებში გაიზარდოს მუხტი და კიდევ უფრო გაღრმავდეს მათი ცნობიერება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ცუდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

„გამოსულები ვართ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ. ჩვენი მიზანია ახალგაზრდებში გაიზარდოს მუხტი. გაიზარდოს ცნობიერება, თუ რატომ არის ეს კანონი მათთვის საშიში და რატომ უქმნის ეს კანონი მათ მომავალს საფრთხეს. ახალგაზრდებს კარგად ესმით, მაგრამ ჩვენ შევეცდებით კიდევ უფრო გავაღრმაოთ მათი ცნობიერება”,- განაცხადა მან.

აქციის ორგანიზატორებს დღევანდელი აქციის გეგმებზე განცხადება ამ დროისთვის არ გაუკეთებიათ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება