მიხეილ სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ჩემი პოლიტიკა ცივილიზებული სამყაროსთვის ქვეყნის მაქსიმალური გახსნა იყო, ივანიშვილი კი ბოქლომს ადებს და გასაღებს კრემლს გადასცემს

რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში წერს, რომელიც მის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოქვეყნდა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ცივილიზებული სამყაროსთვის ქვეყანას კეტავს, ხოლო გასაღებს კრემლს გადასცემს.

„პირადი მოხმარებისთვის შემოტანილი 300 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია კანონით განბაჟებას ექვემდებარება, ხოლო ივანიშვილის კანონით 300 მილიონი ლარის შემომტანი გადასახადებს არ გადაიხდის.

ეს კანონი არა მხოლოდ ივანიშვილისთვისაა, არამედ სანქციების ქვეშ მოყოლილი მთელი რუსული კაპიტალისთვის, ე.ი. საქართველოში ბინძური კრიმინალური ფული შემოვა და საქართველოს, როგორც ქვეყანას პირდაპირ დაემუქრება სანქციები.

რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება.

ჩემი პოლიტიკა ცივილიზებული სამყაროსთვის ქვეყნის მაქსიმალური გახსნა იყო, ხოლო ივანიშვილი საბოლოოდ კეტავს, ბოქლომს ადებს და გასაღებს კრემლს გადასცემს.

გადამწყვეტი ბრძოლის დროა!” - წერს მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში.

ცნობისთვის, პარლამენტმა ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან გათავისუფლებასთან და ე.წ. ოფშორებთან დაკავშირებული ინიციატივა დაამტკიცა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს