საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის - „PROMENT“ მონაწილე ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ერაზმუს+“-ის საგრანტო პროექტის - „პროფესიული განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მენტორინგისა და ტუტორინგის სისტემით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში" (PROMENT) ფარგლებში, მონაწილე ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ლვოვის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (უკრაინა), ვენის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (ავსტრია), პერუჯის უნივერსიტეტი (იტალია), სილესიანის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (პოლონეთი), შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის უნივერსიტეტი (საქართველო), ჩერნიგოვის პოლიტექნიკური ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა), პეტრო მოჰილას სახელობის შავი ზღვის უნივერსიტეტი (უკრაინა), დნიპროს ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (უკრაინა).

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელის თეა მურვანიძის თქმით, პროექტი PROMENT მიზნად ისახავს სტუდენტების შესაბამისი პროფესიული კომპეტენციების, ასევე, სამოქალაქო ჩართულობის განვითარებას.

„პროექტის ფარგლებში ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გაგვიზიარეს მათი გამოცდილება მენტორინგსა და ტუტორინგში, რაც ითვალისწინებს ყველა პარტნიორ უნივერსიტეტში ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრების გახსნას. ეს არის სრულიად ინოვაციური მიდგომა. პირველ ეტაპზე დაინერგება მენტორობის 12 სქემა, რომლებშიც დეტალურად იქნება გაწერილი სწავლების, მენტორობის და ტუტორობის მეთოდოლოგია. საპილოტე სქემები მოიცავს ისეთ საკითხებს როგორებიცაა: პროფესიონალური, მენტორინგი; მენტორინგი და ტუტორინგი იძულებით გადაადგილებული სტუდენტებისთვის; სტარტაპები მენტორინგი; მწვანე გარემო; ადგილობრივი მთავრობის სქემა; ციფრული მენტორინგი; პირველი წლის სტუდენტების მენტორინგი; გენდერული მენტორინგი (ქალები მეცნიერებაში); საერთაშორისო ტუტორინგი და მენტორინგი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მქონე სტუდენტებისათვის; ახალგაზრდა მასწალებლის მენტორინგი; უცხოელი სტუდენტების მენტორინგი; მენტორინგი შშმ პირთათვის“, - განაცხადა თეა მურვანიძემ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის შეჯამებისას რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ თავის კომენტარში აღნიშნა, რომ PROMENT ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც სტუდენტებს აძლევს საშუალებას, აქტიურად იყვნენ ჩართული საუნივერსიტეტო და სამოქალაქო ცხოვრებაში, აგრეთვე, დადებითად აისახება სწავლის დონის ამაღლებაზე.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს „ერაზმუს+“-ის საგრანტო პროექტის - „პროფესიული განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მენტორინგისა და ტუტორინგის სისტემით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში" (PROMENT) მონაწილე ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, რექტორებს, ვიცე-რექტორებსა და მეცნიერებს. ღონისძიების მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, რომელიც პროექტის ფარგლებში მუშაობის პერიოდში დაგროვდა. თითოეული ჩვენგანი ორიენტირებულები ვართ სტუდენტზე, მათთვის ევროპული სტანდარტის განათლების მიცემასა და კარიერული წინსვლის ხელშეწყობაზე. ეს არის ჩვენი, როგორც მეცნიერებისა და პედაგოგების მთავარი ამოცანა. მოხარული ვარ, რომ მიუხედავად არსებული ვითარებისა, შეხვედრაში მონაწილეობენ ჩვენი უკრაინელი კოლეგები, მშვიდობას ვუსურვებ მათ. აღსანიშნავი და მისასალმებელია, რომ ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გაიხსნა ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრი. წარმატებებს გისურვებთ“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, „ერაზმუს+“-ის საგრანტო პროექტის - „პროფესიული განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მენტორინგისა და ტუტორინგის სისტემით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში" (PROMENT) ფარგლებში, მონაწილე ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სტუდენტთა წამახალისებელი პროგრამები, სტუდენტთა კარიერული და ფსიქოლოგიური კონსულტაცია, მენტორინგი, გაცვლითი პროგრამის სტუდენტთა ორგანიზაცია, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების პოპულარიზაცია და ხელშეწყობა, საერთაშორისო პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და სხვა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა