ფრაქცია „ქართული ოცნება“ პარლამენტს წარუდგენს პროექტს, რომლის მიღების შედეგად, საჯარო დაწესებულებებს მეტი სტაჟიორის აყვანის შესაძლებლობა ექნებათ

ფრაქცია „ქართული ოცნება“ საჯარო დაწესებულებებში სტაჟიორთა რიცხოვნობის გაზრდის მიზნით სპეციალური საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის - პარლამენტს წარედგინება პროექტი, რომლის მიღების შედეგად, საჯარო დაწესებულებებს მეტი სტაჟიორის აყვანის შესაძლებლობა ექნება. მოქმედი კანონით, სტაჟიორთა რიცხოვნობა საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ცვლილების შედეგად, 10%-იანი შეზღუდვა 20%-ით იცვლება. ამასთან, ანაზღაურებადი ხდება საჯარო დაწესებულებების სტაჟიორთა მივლინების ხარჯები.

გასულ წელს პარლამენტის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ სტაჟიორთა საქმიანობა ანაზღაურებადი გახდა.

როგორც "ქართული ოცნება" განმარტავს, სხვადასხვა საჯარო დაწესებულების მიერ გამოითქვა მოსაზრება სტაჟიორთა დადგენილი რიცხოვნობის გაზრდის თაობაზე. ფრაქცია "ქართული ოცნების" ინფორმაციით, ცალკეულ სამინისტროებსა და მათ კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს მიმდინარე წელს დაგეგმილი აქვთ პროგრამები, რომლებიც ახალგაზრდების მაღალ ჩართულობას ითვალისწინებს.

"განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით უახლოეს მომავალში მასშტაბური სტუდენტური ფესტივალი იწყება, რომელშიც დაახლოებით 20 000 სტუდენტი იქნება ჩართული. აღნიშნული ფესტივალი ყველა ავტორიზებული უნივერსიტეტის სტუდენტს შეეხება. ასევე, გაძლიერდება საბანაკე მიმართულება, იქნება საგრანტო პროექტები, თემატური ბანაკები. ყველა ეს კომპონენტი არის მცდელობა იმისა, რომ ეს სერვისი რაც შეიძლება მეტ სტუდენტს მისწვდეს და რაც შეიძლება მეტი სტუდენტი იყოს ჩართული. ამ პოლიტიკის ფარგლებში, სტუდენტთა სტაჟირება უმნიშვნელოვანესი საკითხია. აღნიშნული ეხმიანება ახალგაზრდული პოლიტიკის კიდევ უფრო მეტად განვითარების სურვილს, რაც თანხვედრაშია ახალგაზრდების პროფესიულ ცხოვრებაში ჩართვის ინიციატივასთან. სტაჟიორებისათვის დადგენილი 10%-იანი შეზღუდვის, 20%-მდე გაზრდის შემთხვევაში სტაჟიორთა რიცხოვნობა გაიზრდება, რაც შესაძლებლობას მისცემს საჯარო დაწესებულებებს, სტაჟირების პროგრამა უფრო მეტ ბენეფიციარს შესთავაზონ. სტაჟიორთა რიცხოვნობის ზრდა, არა მხოლოდ აძლიერებს სტუდენტების უნარებსა და ცოდნას, არამედ წარმოადგენს გადამწყვეტ საფეხურს მათ პროფესიულ განვითარებაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საჯარო დაწესებულებები შეიძენენ დამატებით მოტივირებულ ადამიანურ რესურს, რაც საჯარო უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ცვლილებები პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება