საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აქტიურად სტუმრობენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ინფორმაციულ შეხვედრებში, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირებიც მონაწილეობენ.

„ამჯერად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე შეხვდა. მან საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, ნატო-სთან თავსებადობის გაზრდის პროცესში თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებზე ისაუბრა. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ სტუდენტებთან საუბრისას, თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლების, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაძლიერების, განათლების მნიშვნელობისა და ქვეყნის დაცვის საკითხში ახალგაზრდა თაობის როლზეც გაამახვილა ყურადღება.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ეროვნული სამხედრო სამსახურის კუთხით განხორციელებული ცვლილებები და ზოგადად, ჯარში სამსახურის ფორმები წარმოადგენდა. სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებს საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიისა და საქმიანობის ამსახველი პრეზენტაციაც წარუდგინეს და ახალგაზრდების კითხვებსაც უპასუხეს.

2022-2023 სასწავლო წლიდან პროექტი - „ჩვენი ჯარი“, სკოლების პარალელურად, უმაღლეს სასწავლებლებშიც აქტიურად მიმდინარეობს. თავდაცვისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების ერთობლივი პროექტი ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად“.- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია