ირაკლი ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილს დახარჯული აქვს 3 მილიარდი დოლარი ქველმოქმედებაში, კაცმა საშინელი რეჟიმი მოაშორა,  ეს რომ არ გაეკეთებინა, ქვეყანა არ გვექნებოდა, ისევ მანიაკი სააკაშვილი იქნებოდა ლიდერი

ნურავის გექნებათ ილუზია, რომ ვინმე აქ რამეს მოაწყობს, პატარა გადაცდომა იქნება - ყველა იქნება მკაცრად დასჯილი - პარლამენტი არის ადგილი, სადაც შეიძლება გაიმართოს დისკუსია, დებატები, დანარჩენი ყველაფერი უნდა გადაწყდეს არჩევნებზე,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა პარლამენტის მიერ საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს და შეფასებას იმის შესახებ, რომ აღნიშნული ცვლილებების მიღება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, მორიგი დეზინფორმაცია და სპეკულაცია უწოდა.

„ეს მორიგი დეზინფორმაცია და მორიგი სპეკულაციებია, პარლამენტში არის დებატები, დასვით კითხვები და მიიღებთ პასუხებს. ბიძინა ივანიშვილს ჩვენს ქვეყანაში დახარჯული აქვს საკუთარი ჯიბიდან 3 მილიარდი დოლარი ქველმოქმედებაში და კაცმა თავი გადადო და ეს საშინელი რეჟიმი მოაშორა, გაათავისუფლა ჩვენი ხალხი ჩაგვრისგან და უბედურებისგან. ეს რომ არ გაეკეთებინა 2012 წელს, დღეს ქვეყანა არ გვექნებოდა, რომ არ მოსულიყო ხელისუფლებაში ბატონი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა, მეგობრებო. იქნებოდა ისევ ეს მანიაკი, თქვენი ლიდერი, სააკაშვილი ხელისუფლებაში, იქნებოდა უბედურება, არც უვიზო რეჟიმი იქნებოდა, არც ევროპული ინტეგრაცია, არც სტატუსი და გექნებოდათ განადგურებული ქვეყანა. აი, ამაზე იფიქრეთ. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველას, ნურავის ნუ გექნებათ ილუზია, რომ ვინმე აქ რამეს მოაწყობს, პატარა გადაცდომა იქნება - ყველა იქნება მკაცრად დასჯილი. ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში, პარლამენტი არის ადგილი, სადაც შეიძლება გაიმართოს დისკუსია, დებატები, დანარჩენი ყველაფერი უნდა გადაწყდეს არჩევნებზე. არჩევნები იქნება დემოკრატიული, თავისუფალი, გამჭვირვალე და კითხვა არ დარჩება. ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას, სტაბილურობას და კეთილდღეობას. ჩვენ ხელმეორედ არ დაგანგრევინებთ ჩვენს ქვეყანას, ეს კარგად დაიმახსოვრეთ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის