მამუკა მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას როგორ შეიძლება გამჭვირვალობა თავის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში აწყობდეს? - ოდნავი კონტაქტი რომ არსებობდეს რუსეთთან რა უნდა შევუთვალო იცით? - გაჩერდით, ნუ ლაპარაკობთ ამ თემაზეო!

ოკუპანტ ქვეყანას როგორ შეიძლება გამჭვირვალობა თავის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში აწყობდეს?... ოდნავი კონტაქტი­ ქართულ ხელისუფლებასა და რუსულ ხელისუფლებას შორის რომ არსებობდეს, რა უნდა შევუთვალო იცით? გაჩერდით, ნუ ლაპარაკობთ ამ თემაზეო, ამის თქმას წინ რა უდგას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპონენტები ერთ არგუმენტსაც ვერ იტყვიან, თუ რატომ არის ის ანტიევროპული.

„ცოტა ეროვნული თავმოყვარეობა ხომ უნდა გვქონდეს და ხომ უნდა ვთქვათ, აქ, ეს არ მოგვწონს ჩვენს კანონში და ჩვენი პარტნიორებიც ამასვე ამბობენო. ჩვენი პარტნიორები ამასვე კი არ ამბობენ, ჩვენი პარტნიორებიდან ბევრი წარმომადგენელი ამბობს, რომ დიახ, ეს არ უნდა მიიღოთ, ისევე როგორც მაგალითად, ევროპის ქვეყნების 27 ელჩი ერთხმად ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდებოდა და ჩვენი გზა მისი გათავისუფლება უნდა ყოფილიყო, თორემ პრობლემები შეგვექმნებოდა ევროინტეგრაციის გზაზე, დემოკრატიისთვის ეს იყო უკუსვლა, რაღაცებს ლაპარაკობდნენ, ჩვენ მიხეილ სააკაშვილი არ გავათავისუფლეთ, არც კვდებოდა და არც გასათავისუფლებელი იყო, ამის შემდეგ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ოღონდ ამ სტატუსისთვის არგუმენტებით ვიბრძოლეთ. თქვენ ნახეთ, რომ ჩვენი ქვეყანა, თქვენი ქვეყანა, ჩვენი საერთო ქვეყანა, რომელიც ყველას გვიყვარს, უსამართლოდ დაიჩაგრა და კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო მიუხედავად იმისა, რომ ყველა პარამეტრით სხვა ქვეყნებს ვუსწრებდით.

ლობისტების კანონს უწოდებთ კანონს, რომელიც ლობისტების კანონი არაა, „ფარა“ არის სხვა, ეს არის აგენტების კანონი, ლობისტების კანონი არის ცალკე, ამიტომ ვეხვეწებით ყველას, სტუდენტი იქნება, ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც რაღაცას აპროტესტებს, ჯერ კანონი წაიკითხონ. ბევრმა შეიძლება იცის და სუბიექტურია, ბევრმა შესაძლოა, არც იცის. „ფარას“ კანონი და ლობისტების კანონი ერთი და იმავე ჰგონიათ. ახალგაზრდებს ვუპასუხებ ამას, წაიკითხონ კანონი და თუ რამეს რუსულს აღმოაჩენენ, ერთი არგუმენტი გვითხრან და ამაზე ვიმსჯელებთ ძალიან სერიოზულად. ნებისმიერ ახალგაზრდას, ზოგი იქ ულტრასუბიექტურია, რადიკალურად სუბიექტურია, მათაც კი მივმართავ, არათუ შეცდომაში შეყვანილ ადამიანებს, ერთი არგუმენტი გვითხრან რა არის კანონში - 6 თვე რუსულ კანონში საერთოდ არ წერია, მონიტორინგის სისტემა ყველა მსგავს კანონს აქვს, სადაც ის მოქმედებს.

ერთადერთი, გაუმჭვირვალე სფერო, დეკლარაციის დონეზეც რომ არ უნდათ გამჭვირვალობა, „ენჯეო“ სექტორი და მედიასაშუალებებია. საქართველოში სხვა მსგავსი სფერო დაურეგულირებელი არ არსებობს“, - აცხადებს მდინარაძე.

მისივე თქმით, ყველას ინტერესია, რომ აღნიშნული კანონის წინააღმდეგ სიტუაცია აირიოს.

„იძახიან - უცხოელები არ იწონებენ, რუსებს მოსწონთო, უჯერებენ რუსებს რომ მოსწონთ, ამ დროს, ის რუსები თავის ინტერესებს ატარებენ. აღმოჩნდა, რომ ყველას ერთი ინტერესი აქვს, რომ აქ, ამ კანონის წინააღმდეგ სიტუაცია აირიოს, რუსებსაც, თურმე, მათ შორის, ანუ რუსები ოდნავ რომ გულშემატკივრობდნენ ამას, თვითონ იმდენი ჭკუა არ აქვთ, რომ საერთოდ გაჩერდნენ? ან ჩვენ სიგიჟეებს რომ გვაბრალებენ, ოდნავი კონტაქტი ქართულ ხელისუფლებასა და რუსულ ხელისუფლებას შორის რომ არსებობდეს, რა უნდა შევუთვალო იცი? - გაჩერდით, ნუ ლაპარაკობთ ამ თემაზეო, ამის თქმას წინ რა უდგას?! ოდნავი კონტაქტი რომ ყოფილიყო, შეთქმულების თეორიაში შევიდეთ, საშინელებაში შევიდეთ - იმ წუთას ხომ ჩვენი პოზიცია იქნებოდა, ხალხო, ეს დამაზიანებელი იქნება ჩვენთვის, ეს არ თქვა-თქო. თქვეს, არც კონტაქტია, არც მათ აწყობთ, პირველ რიგში, მათ არ აწყობთ, ოკუპანტ ქვეყანას როგორ შეიძლება გამჭვირვალობა თავის ოკუპირებულ ქვეყანაში აწყობდეს? მჯერაო, „მთავარი არხი“ მელაპარაკება, რა მჯერა და რა არ მჯერა, ჩემი საქმეაო“, - განაცხადა მდინარაძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს