მამუკა მდინარაძე აქციის მონაწილეებზე - სლოგანიც კი შეცვალეს „ენა, მამული და ერთობათი“, რაც ამტკიცებს, რომ ამ ტექსტის შემადგენლების დარტყმის ობიექტი არის სარწმუნოება, რომელიც ქართული იდენტობის მთავარი შემადგენელი ნაწილია

სლოგანიც კი შეცვალეს „ენა, მამული და ერთობათი“, რაც ამტკიცებს, რომ ამ ტექსტის შემადგენლების დარტყმის ობიექტი არის სარწმუნოება, რომელიც ქართული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ აქციაზე გაჟღერებულ სლოგანთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, ქართულ იდენტობას, მთავარ საწყისებს ებრძვიან.

„ქართულ იდენტობას, მთავარ საწყისებს როგორ ებრძვიან, იქ ვინც იყო იმასთან არ მაქვს პრეტენზია, ის ტექსტი ხომ ვიღაცამ შეადგინა? ჯერ „მამული, ენა, სარწმუნოება“, რომელიც ილიამ თქვა თავის დროზე და შემდეგ 78 წელს შეიცვალა ერთადერთი რამ „ენა“ წამოვიდა პრიორიტეტად და ასე სლოგანად გამოიყენეს ოდნავ შეცვლილი და სამივე დატოვეს „ენა, მამული, სარწმუნოება“, როცა ქართული ენის დაცვაზე იყო საუბარი, ქართველმა ხალხმა მაშინაც მოახერხა ამის წინააღმდეგ ბრძოლა და ახლა ეს სლოგანიც კი შეცვალეს „ენა, მამული და ერთობაო“ თქვეს, სარწმუნოება ამოიღეს და ამით დაამტკიცეს, რომ ამ ტექსტის შემადგენლების დარტყმის ობიექტი არის სარწმუნოება, რომელიც ქართული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის