იაპონიის სამხედრო-საზღვაო ძალების ორმა ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, არის მსხვერპლი

იაპონიის სამხედრო-საზღვაო ძალების ორი ვერტმფრენი წვრთნების დროს ზღვაში ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ეკიპაჟის რვა წევრიდან ერთი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი იაპონიის თავდაცვის მინისტრ მინორუ კიჰარაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მინისტრის თქმით, SH-60 ტიპის ორი საპატრულო ვერტმფრენი წვრთნებს ტორიშიმას მახლობლად, ცენტრალური იაპონიის სამხრეთ სანაპიროზე ატარებდა, როდესაც კატასტროფა მოხდა. დიდი ალბათობით, ვერტმფრენები ერთმანეთს შეეჯახნენ.

ეკიპაჟის დაკარგულ 7 წევრს იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალები და სანაპირო დაცვა ეძებს.

იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, იოშიტაკა საკაიმ აღნიშნა, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი, სხვა ქვეყანა, დიდი ალბათობით, არ ყოფილა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს