ვიაჩესლავ ვოლოდინი - აშშ თავისი გადაწყვეტილებით აიძულებს უკრაინას იბრძოლოს უკანასკნელ უკრაინელამდე

შეერთებული შტატები, ახალი სამხედრო დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილებით, უკრაინას აიძულებს უკანასკნელ უკრაინელამდე იბრძოლოს. შესაბამისი განცხადება რუსეთი სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა გააკეთა.

მისი მტკიცებით, კიევის რეჟიმი დამარცხდება.

„შეერთებული შტატები თავისი გადაწყვეტილებით აიძულებს უკრაინას იბრძოლოს უკანასკნელ უკრაინელამდე, საბოლოოდ მარხავს მის ეკონომიკას და ართმევს მომავალს. P.S. მაგრამ ეს არ შეცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე. კიევის კრიმინალური რეჟიმი დამარცხდება“, - აღნიშნა ვოლოდინმა.

შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის