უცხოელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ მასალებს ამზადებენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, უცხოელი ჟურნალისტების მედიატურები აჭარაში გრძელდება.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამჯერად, რეგიონის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს ებრაელი და თურქი ჟურნალისტები ეცნობიან.

„ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად ჟურნალისტებმა ბოტანიკური ბაღი, გონიოსა და პეტრას ციხეები მოინახულეს. ისინი ასევე, სტუმრობდნენ მთიან აჭარას, სადაც ადგილობრივი კერძები და ღვინო დააგემოვნეს.

წლის ბოლომდე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის შესახებ სტატიების, ბლოგებისა და სიუჟეტების გამოქვეყნების მიზნით ჟურნალისტებს 25-ამდე სამიზნე ქვეყნიდან უმასპინძლებს.

რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს აჭარის პოზიციონირება საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზეც ტურისტულ გამოფენებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის გზით. ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი უკვე წარადგინა 20-ამდე ტურისტულ გამოფენაზე როგორც ევროპულ, ისე აზიურ ბაზრებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება