“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.

ამ დროისთვის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

ახალგაზრდები სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს! კი ევროპას”.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად პარლამენტთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობით უზენაეს სასამართლოსთან მივიდნენ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა