ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი მალე „ჰამასს“ დამატებით და მტკივნეულ დარტყმებს მიაყენებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი მალე „ჰამასს“ "დამატებით და მტკივნეულ დარტყმებს" მიაყენებს და გაზრდის ზეწოლას მასზე, რათა ღაზაში მყოფი მძევლები გაათავისუფლოს.

„ჩვენი 133 ძვირფასი და-ძმა ჯერ კიდევ ჰამასის ჯოჯოხეთშია დატყვევებული“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

აღსანიშნავია, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებებში, რომელიც საერთაშორისო შუამავლების ჩართულობით კვირების განმავლობაში მიმდინარეობდა, ბოლო დროს აშკარა გარღვევა არ ყოფილა. ნეთანიაჰუს თქმით, „ჰამასმა“ უარყო წინადადებები მძევლების გათავისუფლების შესახებ.

ამასთან, შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები ისრაელს მოუწოდებენ, უზრუნველყოს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შემცირება და ღაზის სექტორისთვის დახმარების გაზრდა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს