ბბ დაზღვევის მოგება 2023 წელს 44%-ით გაიზარდა

ბბ დაზღვევა საქართველოს სადაზღვევო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და სტაბილური კომპანიაა, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს და ქმნის ღირებულ, მომხმარებელზე ორიენტირებულ კორპორაციულ და საცალო სადაზღვევო პროდუქტებს.

2023 წელს, ბბ დაზღვევის წმინდა მოგებამ 3.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 44%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (IFRS სტანდარტით). ბბ დაზღვევის მიერ მოზიდული პრემია 20.6 მილიონ ლარს შეადგენს, პრემიის ზრდა 2022 წელთან შედარებით კი 20%-ს შეადგენს.

2023 წლის ბოლოსთვის უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 9.3% შეადგინა, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE) 21.9%. აღსანიშნავია, რომ ბბ დაზღვევა მომგებიანობის ჭრილში სექტორზე მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს (2023 წელს, სადაზღვევო სექტორის ROE 19.8%-ს შეადგენს).

ბბ დაზღვევა ლიდერი სადაზღვევო კომპანიაა საავიაციო დაზღვევის ბაზარზე და 2023 წლის მონაცემებით ბაზრის 45% წილს ფლობს.

2023 წლის განმავლობაში ბბ დაზღვევის მიერ 1200-მდე სადაზღვევო შემთხვევა ანაზღაურდა, ხოლო ანაზღაურებული ზარალის ოდენობამ ჯამურად 38 მილიონ ლარამდე შეადგინა.

ბაზისბანკის ჯგუფში შემავალი სადაზღვევო კომპანია ბბ დაზღვევა ყოველწლიურად განაგრძობს სტაბილურ ზრდას და სადაზღვევო ბაზარზე გამოირჩევა იმით, რომ ყოველწლიურად მოგებით ასრულებს წელს. დაარსების დღიდან კი 11.2 მილიონი ლარის მოგება აქვს გენერირებული.

„ბბ დაზღვევა ბაზისბანკის ჯგუფში შემავალი სადაზღვევო კომპანიაა და ფინანსურ სექტორში წარმოდგენილი ვართ ბანკის, დაზღვევისა და ლიზინგის მიმართულებებით, რაც ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა. ვქმნით სადაზღვევო პროდუქტებს სხვა ფინანსურ პროდუქტებთან ერთად. მაგალითად, ავტო ლიზინგის პროდუქტი მოიცავს ავტომობილის დაზღვევას, აღჭურვილობის იმპორტის ლიზინგს ავტომატურად მოჰყვება ტვირთის დაზღვევა. ამიტომ ჩვენი სადაზღვევო ბიზნეს მოდელი შერწყმულია სხვა ფინანსურ პროდუქტებთან. ეს კი საშუალებას გვაძლევს ბაზარზე ვიყოთ ფინანსური ჰოლდინგი, რომელიც მომხმარებელს კონკურენტულ პროდუქტებს სთავაზობს.

ბბ დაზღვევა 2024 წელს კიდევ უფრო დიდი და ამბიციური გეგმებით შეხვდა. მომხმარებლისთვის ვქმნით მეტად დახვეწილ და მათ პრიორიტეტებზე ორიენტირებული სერვისების შეთავაზებას ისე, რომ მნიშვნელოვნად გაუმარტივდეთ ყოველდღიურობა და, რაც მთავარია, რეალურად დაიცვას ისინი გაუთვალისწინებელი სიტუაციებისგან“, – ბბ დაზღვევის გენერალური დირექტორი, კოტე სულამანიძე.

(R)

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს