მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წლის სამ თვეში საქართველომ უკვე მილიონ ტურისტს უმასპინძლა, რეკორდულია ევროკავშირიდან შემოსული ვიზიტორების  რაოდენობა

„განსაკუთრებით წარმატებულად დაიწყო მიმდინარე წელი ტურიზმის ინდუსტრიისთვის - სასიხარულოა, რომ პირველი სამი თვის განმავლობაში ჩვენ ქვეყანას ესტუმრა მილიონ 300 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური. აღსანიშნავია, რომ აქედან მილიონი იყო უშუალოდ ტურისტი, რაც მნიშვნელოვანი შედეგია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ის 11 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ასევე აღსანიშნავია, რომ რეკორდულია ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მონაცემებით სრულად აღდგა კოვიდპანდემიამდელი მდგომარეობა, მეტიც - 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 7 პროცენტამდეა.

„ტურიზმის ინდუსტრიაში კვლავ ნარჩუნდება ძალიან მნიშვნელოვანი დინამიკა, რაც გულისხმობს დივერსიფიკაციას - ჩვენთვის სასიხარულოა, რომ იზრდება ტურისტული ნაკადები ევროპის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით აღსანიშნავია გერმანია, პოლონეთი და სხვა ქვეყნები, ისევე, როგორც მზარდია ტურისტული ნაკადები ყურის ქვეყნებიდან. ჩვენ ვაგრძელებთ დივერსიფიკაციის პოლიტიკას, ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო არეალზე იმისთვის, რომ მიმდინარე წელს ვიხილოთ კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო მოგზაური ჩვენ ქვეყანაში, მივიღოთ კიდევ უფრო მეტი შემოსავალი ტურიზმის ინდუსტრიიდან და ამ სექტორში ჩართულმა მეწარმეებმა შექმნან მეტი ახალი სამუშაო ადგილები“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

სტატისტიკური მონაცემებით, 2024 წლის 3 თვეში საქართველოში 1 მილიონამდე ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემებს +6.4% -ით აჭარბებს, 2023 წელთან შედარებით ზრდა +11%-ია.

„საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 1.3 მილიონიან ნიშნულს მიაღწია, რაც პანდემიამდე პერიოდის +80.4%-ით აღდგენაა, ხოლო 2023 წელთან შედარებით ზრდა +7.6%-ია.

აღსანიშნავია ევროკავშირიდან ვიზიტორების ზრდის რეკორდული მაჩვენებლები - იანვარი-მარტის პერიოდში, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტის ოდენობა, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 44.4%-ით მეტია.

2024 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი პოლონეთიდან დაფიქსირდა, რაც 2019 წლის მონაცემებს +67.1%-ით აჭარბებს, შემდეგ მოდის გერმანია (2019 წელთან შედარებით ზრდა 46.1%); გაერთიანებული სამეფო (ზრდა 2019 წელთან 27%.) და ა.შ. გაზრდილია მაღალმხარჯველი ტურისტული ბაზრებიდან ვიზიტების ოდენობაც: ყურის ქვეყნებიდან საქართველოში 27.9%-ით მეტი ვიზიტი განხორციელდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2023 წლის მონაცემებთან შედარებით ზრდა 21.6% -ია. 2019 წლის მონაცემებთან შედარებით გაზრდილია საუდის არაბეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 33.5%-ით, ხოლო ქუვეითიდან ვიზიტები - 66.3%-ით“,-აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება