ანრი ოხანაშვილი ელენე ხოშტარიაზე - ოკუპანტი ქვეყნიდან თანხის მიღებას არავითარი საერთო არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და ასეთი ხალხი ყოველთვის უნდა იყოს მხილებული

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ფაქტია, რომ „დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახი ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ოხანაშვილი ეხმაურება „იმედის კვირის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მოქალაქემ მათ მიაწოდა მტკიცებულება, „თუ როგორ ესაუბრება ელენე ხოშტარიას დედა შუამავალს მოსკოვში და უხსნის, როგორ განახორციელოს მორიგი ტრანზაქცია რუსეთიდან“.

ოხანაშვილის თქმით, მსგავსი ქმედება ევროპულ ღირებულებებთან კავშირში არ არის, მათი ქმედება ანტისახელმწიფოებრივია და ასეთი ხალხი ყოველთვის მხილებული უნდა იყოს.

„ეს მეტყველებს ბევრ რამეზე, ეს ოჯახი პირდაპირ ფინანსდება ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. როგორც ჩანს, მათი პერსპექტივიდან ახლა განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებია, რომ ეს დაფინანსება მიიღონ და როგორც ჩანს, არ ელოდნენ იმას, რომ ეს ინფორმაცია შეიძლებოდა ყოფილიყო საჯარო და მოქალაქისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ფაქტია, რომ ეს ხალხი ოკუპანტი ქვეყნის ბიუჯეტიდან იღებს შემოსავალს და გამოდიან ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. რა თქმა უნდა, ოკუპანტი ქვეყნიდან თანხის მიღებას არავითარი საერთო არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან და ეს არის რა თქმა უნდა, ანტისახელმწიფოებრივი და ასეთი ხალხი ყოველთვის უნდა იყოს მხილებული." - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება