ანრი ოხანაშვილი - თუ ამბობენ, რომ ისედაც გამჭვირვალე არიან და ინფორმაციის განთავსების პრობლემა არ აქვთ, მაშინ რატომ არის ატეხილი ასეთი აჟიოტაჟი - ფაქტია, დასამალი ბევრი აქვთ და არ სურთ ამ ყველაფრის გასაჯაროება

ჩვენი მიზანია, ჩვენს საზოგადოებას ჰქონდეს წვდომა ინფორმაციაზე, თუ რა თანხა შემოდის ჩვენს ქვეყანაში, ვისგან შემოდის, რა მიზანს ემსახურება და როგორ იხარჯება. ეს არის ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ლეგიტიმური ინტერესი, - განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

ანრი ოხანაშვილის თქმით, ფაქტია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს დასამალი ბევრი აქვთ და არ სურთ ამ თანხების გასაჯაროება.

„პრაქტიკულად ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის განწყობა არის დადებითი ამ საკითხის მიმართ, რომ მათ აქვთ ინტერესი იცოდნენ, ვინ რაში ხარჯავს ფულს. რაც შეეხება დამოკიდებულებას არასამთავრობო სექტორის მხრიდან- თუ ისინი ამბობენ, რომ ისედაც გამჭვირვალე არიან და ინფორმაციის განთავსების პრობლემა არ აქვთ, მაშინ რატომ არის მათი მხრიდან ატეხილი ასეთი აჟიოტაჟი. ფაქტია, რომ მათ დასამალი ბევრი აქვთ. ეს შეიძლება არ ეხებოდეს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, მაგრამ ის მდიდარი ენჯეოები, რომლებიც შეიძლება არამიზნობრივად ხარჯავდნენ ფულს, ჩვენი საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ, ეკლესიის წინააღმდეგ, მთელი რიგი იმ ღირებულების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის არის პრიორიტეტული, როგორც ჩანს გამოჩნდება ეს თანხები და მათ არ სურთ ამ ყველაფრის გასაჯაროება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება