„გირჩი“ იმ პირთა წრის გაფართოების ინიციატივით გამოდის, ვისაც ლობისტური საქმიანობისა და ამ საქმიანობიდან შემოსავლის მიღების უფლება ექნება

პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ იმ პირთა წრის გაფართოების ინიციატივით გამოდის, ვისაც ლობისტური საქმიანობისა და ამ საქმიანობიდან შემოსავლის მიღების უფლება ექნება.

პარლამენტის ბიუროს, 22 აპრილის სხდომაზე, “გირჩის“ საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება, რომლის მიხედვით, ყველა პირს ექნება შესაძლებლობა, გახდეს ლობისტი. ამავე პროექტით, პოლიტიკურ გაერთიანებებს, პარლამენტისა და საკრებულოების დეპუტატებს ენიჭებათ უფლება ლობისტური საქმიანობის შედეგად შემოსავალი მიიღონ, რისი უფლებაც მათ ახლა არა აქვთ.

“გირჩის“ კანონპროექტით, ლობისტად რეგისტრაცია არ იქნება შეზღუდული მხოლოდ ერთი ნორმატიული აქტის მიღების ან გაუქმების დავალებით. პოლიტიკოსს ან და პოლიტიკურ პარტიას უფლება ექნება სამოქალაქო ხელშეკრულების საფუძველზე ურთიერთობაში შევიდეს ლობისტთან, მიიღოს დაფინანსება დავალების შესრულების ფარგლებში. ყველა ხელშეკრულება და მისგან გამომდინარე ურთიერთობა საჯარო იქნება.

ცნობისთვის, დღეს მოქმედი კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქის გარდა, არც ერთ სხვა პირს უფლებას არ აძლევს ლობისტად დარეგისტრირდეს. კანონით ასევე აკრძალულია პოლიტიკოსმა მატერიალური სარგებელი ლობისტური საქმიანობის ფარგლებში მიიღოს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება