შალვა პაპუაშვილი - ერს, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიტანა სისხლითა და ბრძოლით, როცა აძლევენ მითითებებს, როგორი კანონი მიიღოს ან არ მიიღოს, ეს ერი უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ ხელისუფლების წყაროა ხალხი და ეს ხალხი უნდა დაინახოს ყველამ

ერს, რომელმაც თავისი დამოუკიდებლობა მოიტანა სისხლით და ბრძოლით, როდესაც აძლევენ მითითებებს, როგორი კანონი მიიღოს ან არ მიიღოს, რა გადაწყვეტილებები მიიღოს ან არ მიიღოს და ერევიან მის გადაწყვეტილებებში, ვფიქრობ, რომ ეს არის მომენტი, როდესაც ეს ერი უნდა გამოვიდეს, დადგეს და თქვას, რომ საქართველოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ეს ხალხი უნდა დაინახოს ყველამ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 29 აპრილს დაგეგმილ საყოველთაო- სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც საუბარია, რა სურს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, ეს უმრავლესობა ვერ იქნება გაჩუმებული და სწორედ ამიტომ დაორგანიზდა აღნიშნული აქცია.

„როდესაც ვხედავთ ოპოზიციის ნაწილი როგორ ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ჩვენი მოქალაქეები, ითამაშოს მათ ემოციებზე, მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა სწორედაც, რომ ითხოვს უფრო მეტ ინფორმაციას, უფრო მეტის ცოდნას ამ სექტორებთან დაკავშირებით, ამიტომაც გადაწყდა გაიმართოს აქცია, სადაც ჩვენი მოქალაქეები გამოვლენ და დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას ამასთან დაკავშირებით. ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და ყველა მოქალაქეს აქვს თანაბარი უფლება, გამოხატოს თავისი მოსაზრება და, რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ მოსახლეობის უმრავლესობაზე, ეს უმრავლესობა ვერ იქნება გაჩუმებული. ამიტომ 29 აპრილს ყველას ვიწვევთ, რომ მოვიდეს რუსთაველზე და დააფიქსიროს თავისი პოზიცია ამ კანონთან დაკავშირებით და ზოგადად იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებასაც ცდილობენ ამ ბოლო პერიოდში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან კითხვაზე, ადასტურებს, თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე, რომ აქციას მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეც დაესწრება, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამას ყველა აქციის დღეს გაიგებს.

„მე ვერ გეტყვით ამასთან დაკავშირებით, გაიგებთ როცა იქნება აქცია. ზოგადად, ეს დიდი სახალხო ღონისძიება იქნება, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქე მნიშვნელოვანი იქნება მოვიდეს და მიიღოს ამაში მონაწილეობა, ვინაიდან ეს არის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ, რა უნდა ჩვენს საზოგადოებას, სად დგას ჩვენი საზოგადოება. ერს, რომელმაც თავისი დამოუკიდებლობა მოიტანა სისხლით და ბრძოლით, ერს, რომელიც 30 წელია აშენებს და ააშენა ქვეყანა, რომელიც არის ერთ-ერთი მოწინავე როგორც დემოკრატიული განვითარებით, ასევე ეკონომიკური ზრდის ტემპებით და ყველა ამ მიმართულებით ვართ მოწინავე რეგიონში და მათ შორის, რეგიონს მიღმა ქვეყნებთან შედარებითაც, ამ ერს როდესაც აძლევენ მითითებებს, როგორი კანონი მიიღოს ან არ მიიღოს, რა გადაწყვეტილებები მიიღოს ან არ მიიღოს და ერევიან მის გადაწყვეტილებებში, ვფიქრობ, რომ ეს არის მომენტი, როდესაც ერი უნდა გამოვიდეს, დადგეს და თქვას, რომ საქართველოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ეს ხალხი უნდა დაინახოს ყველამ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, საყოველთაო-სახალხო შეკრებას გეგმავს.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - ჩვენი პარტნიორები სანქციების პირველ ტალღას ვეტოს დაძლევის შემდეგ დაძრავენ, შემდეგ დააკვირდებიან არჩევნებს და შემდგომ ნაბიჯებს არჩევნების შედეგების მიხედვით გადადგამენ
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება
„თიბისის“ მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი - ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
BTU-ს AI-ს საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა