შალვა პაპუაშვილი - თუ გვინდა ოპოზიცია და მათთან სიმბიოზში მყოფი „ენჯეოები“ ერთი სიტყვით დავახასიათოთ, ეს სიტყვაა „ფარისეველი“

თუ ჩვენ გვინდა ოპოზიცია ერთი სიტყვით დავახასიათოთ და მათთან სიმბიოზში მყოფი „ენჯეოები“, ერთი სიტყვით მათი დახასიათება შეიძლება - ფარისეველი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, მიზეზი იმისა, რომ ოპოზიციური პარტიების რეიტინგი ბარიერს მიღმა არის, „მათი ფარისევლობაა, რომელიც ყველამ ზეპირად იცის“.

„ზოგადად, თუ ჩვენ გვინდა ოპოზიცია ერთი სიტყვით დავახასიათოთ და მათთან სიმბიოზში მყოფი „ენჯეოები“, ერთი სიტყვით მათი დახასიათება შეიძლება - ფარისეველი. ფარისევლობაა, როდესაც ერთს ამბობენ საჯაროდ, მეორეს ფარულად აკეთებენ. მთავარი არსი ის არის, რომ მერე არც ერიდებათ ხოლმე, რომ კიდევ ამის გამართლება სცადონ. ამიტომ ეს ყველაფერი არის ფარისევლობა. დიდი ხანია ეს საზოგადოებამ იცის. იმიტომ არის, რომ ბარიერს მიღმა არის ყველა ეს პარტია, იმიტომ, რომ მათი ფარისევლობა უკვე ყველამ ზეპირად იცის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება