სანდრო რაქვიაშვილი - თუ დავინახავთ, ხალხი ავტობუსებით მოიყვანეს, რამდენიც არ უნდა შეკრიბონ, ამ მიტინგის ვინ დაიჯერებს? თუ აღმოჩნდა, რომ რეგიონიდან ერთი ავტობუსიც არ ჩამოსულა და 100 ათასი კაცი შეიკრიბა, მაშინ "ოცნებას" მეტი მხარდამჭერი ჰყოლია

“ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მთავარი არსი ამერიკელებთან და ევროპელებთან ბრძოლა და შესაბამისად, რუსეთის საქმის კეთებაა - არ მესმის, როგორ შეიძლება ჩვენ ქვეყანაში ადამიანმა ასეთ კანონს მხარი დაუჭიროს! - ამის შესახებ ჟურნალისტებს “გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განუცხადა.

რაქვიაშვილი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს “ანტიევროპულს“ და “ანტიამერიკულს“ უწოდებს და ამბობს, რომ “არ შეიძლება თან პროევროპელი იყო და თან იმას ამბობდე, რომ არც გერმანიას, არც საფრანგეთს და არც აშშ-ს სახელმწიფო ადმინისტრაციას არ დაუჯერებ“.

“ეს ხომ ერთმანეთთან თავსებადი არ არის და მაშინ სად მიდიხარ?!

29 აპრილს, პარლამენტის წინ აქციის დაგეგმვით “ქართული ოცნება“ საკუთარ თავს კომფორტს შეუქმნის, როცა განხილვის დროს პარლამენტის ირგვლივ საკუთარი ხალხი იქნება შეკრებილი და ის შეძახილები არ იქნება, რაც მათ შეიძლება აღიზიანებდეთ.

არ მგონია, ამ ყველაფერმა სიტუაცია პრინციპულად შეცვალოს - თუ დავინახავთ, რომ ხალხი ავტობუსებით მოიყვანეს, რამდენიც არ უნდა შეკრიბონ, ამ მიტინგის ვინ დაიჯერებს? მაგრამ თუ აღმოჩნდა, რომ რეგიონიდან ერთი ავტობუსიც არ ჩამოსულა და პარლამენტთან 100 ათასი კაცი შეიკრიბა, მაშინ აღიარებ, რომ ამათ უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავთ“, - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ