შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილი ციხეშია, სანქციები რუსეთისთვის დაწესებული არ არის და ჩვენ კანდიდატის სტატუსი მაინც მოგვენიჭა - ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის კარი ჩაიკეტებაო, ევროკავშირი საბჭოთა კავშირი ჰგონიათ

სააკაშვილი ციხეშია, სანქციები დაწესებული არ არის და ჩვენ კანდიდატის სტატუსი მაინც მოგვენიჭა. ვინც ამას ამბობდა, რომ ევროკავშირის კარი ჩაიკეტებაო, ჰგონია, რომ ევროკავშირი არის საბჭოთა კავშირი, მოდის დირექტივა, რომელიც უნდა შესრულდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი არის თანასწორთა კავშირი, სადაც გადაწყვეტილებები თანასწორობის პრინციპით მიიღება.

„ჩვენ იმასაც გვეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილს თუ არ გაუშვებთ, ჩაიკეტებაო ევროკავშირის კარი საქართველოსთვის, წითელი ხაზიაო. იმასაც გვეუბნებოდნენ, და დღემდე გვეუბნებიან, რომ სანქციებს თუ არ დაუწესებთ რუსეთსო, ეს წითელი ხაზია და ჩაიკეტებაო. სააკაშვილი ციხეშია, სანქციები დაწესებული არ არის და ჩვენ კანდიდატის სტატუსი მაინც მოგვენიჭა. ვინც ამას ამბობს, ჰგონია, რომ ევროკავშირი არის საბჭოთა კავშირი, მოდის დირექტივა, რომელიც უნდა შესრულდეს. ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირზე, რომელიც არის თანასწორთა კავშირი. მართალია არ ვართ ჯერ წევრი, რომ იგივე თანასწორობა გვქონდეს გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ აქედანვე თუ არ დავანახეთ ჩვენს მეგობრებს ევროკავშირში, რომ ჩვენ მხოლოდ თანასწორად ვხედავთ საკუთარ თავს, ასე სხვაც არ შემოგვხედავს. მთავარია ჩვენ გავერკვეთ, ჩვენ რა გვინდა. გვინდა თუ არა, რომ დამნაშავე იყოს გარეთ? არ გვინდა, გვინდა, რომ დაისაჯოს. ჩვენ თუ ეს გვინდა და ხალხი ამაზე ყალიბდება, ევროკავშირიც ამაზე წამოგვყვება. გვინდა თუ არა, რომ სანქციები დავუწესოთ რუსეთს და ამით ფაქტობრივად ომი ავტეხოთ ქვეყანაში? - არ გვინდა. რომ შევთანხმდით საზოგადოება და ვთქვით არა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე და არა სანქციებს და ომს საქართველოში, სწორედ ამიტომაც ევროკავშირმა თქვა, რომ კი ბატონო და მოგცეს კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია