მინისტრი - სახელმძღვანელოების შემუშავება და პედაგოგების გადამზადება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტის შესაბამისად სექტემბრისთვის ვერ მოესწრება და ახალი სტანდარტები ძალაში ეტაპობრივად, ორი წლის ვადაში შევა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განმარტებით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის შესაბამისად სახელმძღვანელოების შემუშავება და პედაგოგების გადამზადება მომავალი სასწავლო წლისთვის ვერ მოესწრება და შესაბამისი სტანდარტები ძალაში ეტაპობრივად, დაახლოებით ორი წლის ვადაში შევა.

როგორც ამილახვარმა მთავრობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სახელმძღვანელოებზე მუშაობა, შემდეგ კი მასწავლებლებს გადამზადება საგნობრივი სტანდარტებზე მუშაობის დასრულების შემდეგ დაიწყება.

„ამის ეტაპობრივად ძალაში შესვლა მოხდება 2025 წლის სასწავლო წლიდან, ვინაიდან, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, ალბათ, უახლოეს კვირებში დამტკიცდება, შემდეგ ყველა სასკოლო სტანდარტის დამტკიცებას დაახლოებით მაისის თვეში ვფიქრობთ და ამის შემდეგ იწყება სახელმძღვანელოების და სასწავლო რესურსების ნაწილი. ეს მიმდინარე წლის სექტემბრამდე, სამ თვეში ვერ მოხერხდება. პირველი ეტაპის განახლება 2025 წლის სასწავლო წლიდან დაიწყება და ვფიქრობთ, ორი წლის შუალედში, 2025-2026 სასწავლო წელში სრულად უნდა დასრულდეს ყველა სასწავლო რესურსის და სახელმძღვანელოების განახლების პროცესი. თუმცა, ამას თავად პროცესი დაგვანახებს, ვინაიდან ეს ძალიან კომპლექსური და მასშტაბური საკითხია. თუ შესაძლებელი იქნება ავტორების და სხვადასხვა გამომცემლობის მხრიდან ამ პროცესის ერთ წელიწადში დასრულება, შევხედავთ, თუ არადა შესაძლოა, პროცესის 2 წელზე გადანაწილება დაგჭირდეს. ამიტომ, ეტაპობრივად შევა ეს სტანდარტები ძალაში სახელმძღვანელოებთან ერთად და ბუნებრივია, ამას თან მოსდევს შესაბამისი მასწავლებლების გადამზადების სქემაც“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს