გია ვოლსკი - სპორტის მიმართ დამოკიდებულებაში, დღევანდელ და წინა ხელისუფლებას შორის განსხვავება არის ცა და დედამიწა - ფაქტია, რომ დღეს სპორტულ ასპარეზზე საქართველოს სახელი ქუხს

სპორტის მიმართ დამოკიდებულებაში, დღევანდელ და წინა ხელისუფლებას შორის განსხვავება არის ცა და დედამიწა - ფაქტია, რომ დღეს სპორტულ ასპარეზზე საქართველოს სახელი ქუხს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს სპორტის მიმართ დამოკიდებულება დადებითადაა შეცვლილი.

ამასთან, როგორც ვოლსკი აღნიშნავს, სპორტსმენების მიმართ ძალიან აღვირახსნილი ბულინგი მიმდინარეობს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე ისეთი განცხადებები გააკეთონ, რომელიც რადიკალური ოპოზიციის ინტერესებშია.

"ძალიან აღვირახსნილი ბულინგი მიმდინარეობს, რომ როგორმე სპორტსმენები გამოვიდნენ, ჩაერთონ ამ პოლიტიკურ პროცესებში და კანონის წაუკითხავად გააკეთონ ისეთი განცხადებები, რომელიც რადიკალური ოპოზიციის ინტერესებშია. უზნეობაა ეს, თუმცა პათოსი ევროპის გზისკენ, ჩვენს კონსტიტუციაშია ასახული და არც სპორტსმენების განცხადებები სცილდება ამ იდეას," - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება