დიმიტრი ხუნდაძე 29 აპრილის აქციაზე - განა წაუკითხაობა უხდება ახალგაზრდობას და ქვეყანას მორჩილება? რას ფიქრობს ამ საკითხებთან დაკავშირებით ქართველი ერი, ამას 29 აპრილს მთავარ პოლიტიკურ მოედანზე თავად იტყვის და ხმას მთელ მსოფლიოს გააგონებს

„ნაცმოძრაობას“ და მათ პატრონებს სურთ საქართველოში უმცირესობის პოზიციები დომინანტად აქციონ. სწორედ ამიტომაა, რომ ლგბტ პროპაგანდა არატრადიციული სექსუალური უმცირესობის უმრავლესობად ქცევის ინსტრუმენტად სურთ გამოიყენონ, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, 29 აპრილს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ქართველი ერი თავის სათქმელს იტყვის და ხმას მთელ მსოფლიოს გააგონებს.

„ნაცმოძრაობას“ და მათ პატრონებს სურთ საქართველოში უმცირესობის პოზიციები დომინანტად აქციონ.

სწორედ ამიტომაა, რომ ლგბტ პროპაგანდა არატრადიციული სექსუალური უმცირესობის უმრავლესობად ქცევის ინსტრუმენტად სურთ გამოიყენონ. მათი მხრიდან რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის არაერთი სცენა გვინახავს და ახლაც აქვთ მცდელობა, რომ „სარწმუნოება“ „ერთობით" ჩაანაცვლონ, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით დაყოფას ემსახურება.

ამდაგვარი, შეფარული ინსტრუმენტის ნაწილია შავი ფულის გაუმჭვირვალობის საკითხიც, რომელიც ასევე უმცირესობის მოთხოვნით მიუღებლად სურთ წარმოაჩინონ, არადა ვინ დაიჯერებს, რომ გამჭვირვალობას გაუმჭვირვალობა ჯობია და შინაარსს - უშინაარსობა. განა წაუკითხაობა უხდება ახალგაზრდობას და ქვეყანას მორჩილება? აი რას ფიქრობს ამ საკითხებთან დაკავშირებით ქართველი ერი, ამას 29 აპრილს მთავარ პოლიტიკურ მოედანზე თავად იტყვის და ხმას მთელ მსოფლიოს გააგონებს", - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს