კახა კახიშვილი დეპუტატებთან ერთად თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული თანამშრომლობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე.

„თურქმენეთის მხარეს აინტერესებდა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა. ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ფორმატში შეხვედრების შედეგად ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობების გაღრმავება", - განაცხადა კახა კახიშვილმა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია, კომიტეტის წევრი შოთა ხაბარელი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან მგალობლიშვილი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს