„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ ბათუმის ოფისი განახლებული შემადგენლობით ზაფხულის „ცხელი“ სეზონისათვის მზადაა

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის ბათუმის ოფისი განახლებული შემადგენლობით ზაფხულის „ცხელი“ სეზონისათვის მზადაა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ ავრცელებს.

როგორც „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ გაყიდვების ჯგუფის უფროსი სალომე ხილაძე აღნიშნავს, მიმდინარე წელს, აჭარაში ბევრი სიახლეა დაგეგმილი.

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ 7 წელია ოპერირებს სადაზღვევო ბაზარზე და ამ სფეროში დიდი გამოცდილების მქონე მენეჯმენტის დამსახურებით, მალევე, სადაზღვევო ბაზრის მნიშვნელოვანი წილის აიღო და რეგიონულად გაფართოვდა.

განსაკუთრებული და გაცნობიერებული სოციალური პასუხისმგებლობა, მომხმარებლებთან გულწრფელი და კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, იმთავითვე კომპანიის სავიზიტო ბარათად იქცა.

კომპანია, ციფრული სერვისების განვითარებასთან ერთად, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მომსახურების ამ ნაწილს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. სწორედ ამ პრინციპების შესაბამისად მომზადებული თითოეული თანამშრომელი მზადაა მაქსიმალურად გასაგებად, მეგობრულად და დაუზარლად განმარტოს დაზღვევის ყველა სიკეთე ნებისმიერი ტიპის პოტენციური დამზღვევის წინაშე.

ვინაიდან საქართველოში ზაფხული ზღვასთან ასოცირდება და უკვე ცხელმა მზემაც გამოანათა, ჩვენი აქცენტებიც აჭარისკენ გადაიხარა. შესაბამისად წელსაც 2024 ის საზაფხულო აქტივობას საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის ბათუმის ფილიალი ახალი ბენეფიტებით ეგებება. აქ შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაციები, სწორად შეარჩიოთ მხოლოდ თქვენ საჭიროებაზე მორგებული ჯანმრთელობის დაზღვევა, ავტომობილის დაზღვევა, ქონების დაზღვევა თუ ბიზნესის თანამდევი სხვადასხვა ტიპის დაზღვევები.

პარალელურად არც ჩვენი დანარჩენი დაზღვეულები დარჩებიან სასიამოვნო სიახლეების გარეშე. მიმდინარე წელს ბევრ სიახლეს ვპირდებით თითოეულს“, - აცხადებს სალომე ხილაძე.

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფს“ ყოველთვის გამოარჩევდა მუდმივი მზაობა მხოლოდ ობიექტურობაზე დაფუძნებული სადაზღვევო გადაწყვეტილებების მიღებისათვის. ჩვენ კარგად გვესმის, რომ კმაყოფილი დაზღვეული ყველა რეკლამაზე უკეთ წარმოაჩენს სინამდვილეს. ეს კი ჩვენი ღირებულებების ქვაკუთხედია.

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ ბათუმის ფილიალი, ფოთისა და ქუთაისის წარმომადგენლობებთან მჭიდრო კავშირში, შესაძლებელს ხდის სრულიად დასავლეთ საქართველოს ზონალური გადაფარვა განახორციელოს, მოერგოს დაზღვეულთა საჭიროებებს და ოპერატიულობის მაღალი სტანდარტებით მოემსახუროთ მათ.

წინასწარი განაცხადის გასაკეთებლად შეგიძლიათ დარეკოთ: T: 2 244 111; 2 211 444 ან ონლაინ შეავსოთ განაცხადი შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://igg.ge/statement

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ