რუსეთში „მეტას“კომუნიკაციების დირექტორს დაუსწრებლად ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

მოსკოვის სამხედრო სასამართლომ კომპანია „მეტას“ კომუნიკაციების დირექტორს თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება „მედიაზონა“ ავრცელებს.

კერძოდ, მოსკოვის სასამართლომ „მეტას“ კომუნიკაციების დირექტორს, ენდი სტოუნს „ინტერნეტში ტერორიზმის გამართლების“ ბრალდებით ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმე ეხება სტოუნის მიერ 2022 წლის 11 მარტს გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც სტოუნი „მეტას“ გადაწყვეტილებაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ „მეტა“ „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ იმ მომხმარებლებს არ დაბლოკავდა, რომლებიც „რუსი დამპყრობლებისა“ და ვლადიმერ პუტინის სიკვდილის შესახებ მოწოდებებს აკეთებდნენ.

აღნიშნული ფაქტის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ „მეტას“ ექსტრემისტული ორგანიზაციის სტატუსი მიანიჭა და რუსეთში „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ დაბლოკა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს