თინა ხიდაშელი - რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, უმძიმესი მოვლენაა - დამოუკიდებლობის ისტორიაში რამდენიმე ასეთი სამარცხვინო ფურცელი გვაქვს და არცერთ ჯერზე მოსახლეობამ ხელისუფლებას მსგავსი სირცხვილი არ აპატია

როდესაც ხელისუფლება კონტრაქციას გეგმავს, ეს ნიშნავს, რომ მათი ამოცანა ძალის დემონსტრირებაა - „ქართული ოცნებისთვის“ ბიძინა ივანიშვილი ბოლო რესურსია, ფეხბურთში რომ ბოლო იმედის ჯარიმას თავის თავზე იღებენ ხოლმე, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელმა აღნიშნა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მთავრობამ, საკუთარი ამომრჩევლის ჩათვლით, ყველას დაანახა, რომ მისი ნდობა არ შეიძლება.

„რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, უმძიმესი მოვლენაა. დამოუკიდებლობის ისტორიაში რამდენიმე ასეთი სამარცხვინო ფურცელი გვაქვს და არცერთ ჯერზე მოსახლეობამ ხელისუფლებას მსგავსი სირცხვილი არ აპატია. როდესაც ხელისუფლება კონტრაქციას გეგმავს, ეს ნიშნავს, რომ მათი ამოცანა ძალის დემონსტრირებაა. 100 000 კაცს ვერ გამოიყვანენ, მაგრამ გინდ ასე მოხდეს, ამით რას გვაჩვენებენ? შეუძლებელია ხელისუფლებამ აქციით რამე დაამტკიცონ.

„ქართული ოცნებისთვის“ ბიძინა ივანიშვილი არის, ფეხბურთში რომ ბოლო იმედის ჯარიმას თავის თავზე იღებენ ხოლმე. ეს ბოლო რესურსია. „ქართულ ოცნებას“ ამის იქით აღარაფერი აქვს.

წელს, შარშანდელთან შედარებით, განსხვავება ის არის, რომ მთავრობამ ახლა, საკუთარი ამომრჩევლის ჩათვლით, ყველას დაანახა, რომ ჩემი ნდობა არ შეიძლება, ჩემს სიტყვას ფასი არ აქვსო, თუმცა მათი ამომრჩევლისთვის ესეც გასაგებია. საქართველოში ასე ხდება - ხელისუფლება ბოლო წლებში საკუთარი ამომრჩევლებისთვის რელიგიად იქცევა ხოლმე.

დღეს მიმდინარე საპროტესტო აქციების სათქმელი ერთია - ერთობაზე საუბრობენ და ერთობის ძალაზე. „ქართულმა ოცნებამ“ რა უნდა უთხრას ხალხს, რისთვის დაგიძახეთო? რა არის ამ აქციის იდეა?“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო