შალვა პაპუაშვილი - "ნეტგაზეთის" და „ბათუმელების“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, აბსოლუტური ტყუილია - ამ დეზინფორმაციის შესახებ დაველაპარაკები იმ საელჩოებს, რომლებიც ამ მედიის დაფინანსების უკან დგანან

"ნეტგაზეთის" და „ბათუმელების“ მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, აბსოლუტური ტყუილია, “ - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილო "ნეტგაზეთის" და „ბათუმელების“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

მისი თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის არარსებობის პირობებში, უცნობია, ვინ აფინანსებს „ნეტგაზეთს“ და „ბათუმელებს“, თუმცა გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ასეთ "დეზინფორმაციულ მედიას" „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ (NED) და „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ (EED) აფინანსებს.

"ნეტგაზეთის" და „ბათუმელების“ მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, აბსოლუტური ტყუილია.

სამწუხაროა, მაგრამ ეს ჩვენი - როგორც დონორები ეძახიან - "კრიტიკული მედიის" რეალობაა. მისი მიზანი კი, რადიკალური ჯგუფებისთვის კოორდინირებული შეტევის საბაბის მიცემაა.

"გამჭვირვალობის კანონის" არარსებობის პირობებში, უცნობია, ვინ აფინანსებს „ნეტგაზეთს“ და „ბათუმელებს“. თუმცა, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ასეთ დეზინფორმაციულ მედიას „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ (NED) და „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ (EED) აფინანსებს.

რა თქმა უნდა, ამ დეზინფორმაციის შესახებ დაველაპარაკები იმ საელჩოებს, რომლებიც ამ მედიის დაფინანსების უკან დგანან. იმედია, ისინი მაინც შეწუხდებიან, თორემ, ცილისწამებაზე, ამ ქვეყანაში, ხომ ვერ ნახავ კაცი სამართალს,” - წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს და მის თანამესაკუთრე ზურაბ პაპუაშვილს სიღნაღში, მდინარე ალაზნის სანაპიროზე, სახელმწიფომ 1 ლარად გადასცა 20 ჰექტარი ტყე. გარდა ამისა, პაპუაშვილს სახელმწიფომ სიღნაღში, სოფელ ვაქირში, 1 ლარად 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთიც გადასცა.

"ნეტგაზეთი" უთითებს, რომ აღნიშნული 2020 წლის საჯარო რეესტრის ინფორმაციაა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს