მარიამ ქვრივიშვილი - მესტიის აეროპორტის გაფართოება და  ინფრასტრუქტურული განვითარება მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალი აშენდება, რომლის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2025 წელს მესტიაში, ახალი ტერმინალი პირველ მგზავრებს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოს ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიების შემდგომი გაძლიერებისთვის.

„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სვანეთში ტურისტული ნაკადები ყოველწლიურად მზარდი იყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სვანეთს ოთხივე სეზონზე კიდევ უფრო მეტი შიდა და საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდეს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ ვატარებთ არაერთ საერთაშორისო ღონისძიებას, იქნება ეს სამთო-სათხილამურო, კულტურული თუ სხვა, რათა კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩავიდეს სვანეთში. ვაგრძელებთ მეტი სიხშირით ფრენას და ვახდენთ შიდა ფრენების ტარიფის სუბსიდირებას იმისთვის, რომ ხელმისაწვდომი იყოს შიდა ფრენა სვანეთიდან და სვანეთამდე. უპირველესად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული სტუმრებისთვის. სწორედ ამიტომ, ვიწყებთ ახალი ტერმინალის მშენებლობას, რომელიც იქნება უფრო დიდი და შეძლებს მეტი მგზავრის გატარებას“,-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, ახალი ტერმინალი შეძლებს, არა მხოლოდ დღეს არსებული მგზავრების რაოდენობის მომსახურებას, არამედ მგზავრთნაკადის სამომავლო ზრდაზეცაა გათვლილი.

მისივე განცხადებით, მესტიის აეროპორტის გაფართოება და ინფრასტრუქტურული განვითარება მნიშვნელოვანი კომპონენტია მთავრობის იმ პრიორიტეტებში, რომლებიც, უპირველესად, გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, სვანეთში მცხოვრები მოსახლეობის დაბალი ფასებით გადაადგილებას. ასევე, სვანეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებას. შესაბამისად, ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, სახელმწიფოს მხრიდან ხდება შიდა ფრენების სუბსიდირებაც.

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებულ კონკურსში 18 პრეტენდენტი მონაწილეობდა, მათგან საუკეთესოდ კომპანია Green Studio - ს პროექტი დასახელდა.

„გამარჯვებული პროექტი მოუხდება სვანეთს და მის ბუნებას. გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, მესტიას ექნება მსოფლიოში გამორჩეულად ორიგინალური და რეგიონის ბუნებასთან ჰარმონიულად შერწყმული დიზაინის მქონე შიდა აეროპორტი“,- აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს