ლიეტუვაში გერმანული არმიის სამხედრო წვრთნები იწყება

ლიეტუვაში გერმანული არმიის სამხედრო წვრთნები იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი LRT-ი ავრცელებს.

ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დღეს ლიეტუვაში ბუნდესვერის მასშტაბური სამხედრო წვრთნები Grand Quadriga 2024 იწყება.

ბუნდესვერის სამხედრო წვრთნებში ლიეტუვის არმიის ქვედანაყოფებიც ჩაერთვებიან. სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას 3 ათასზე მეტი გერმანელი სამხედრო მოსამსახურე და 200 ერთეული სამხედრო ტექნიკა მიიღებს.

ლიეტუვაში გერმანული არმიის სამხედრო წვრთნები მაისის ბოლომდე გაგრძელდება.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა