შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია 29 აპრილს, დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც, ქუდზე კაცი გამოვიდეს რუსთაველზე, რათა ზიზღის კამპანიას ვუთხრათ ქართველი ხალხის სიტყვა

მნიშვნელოვანია 29 აპრილს, დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც, ქუდზე კაცი გამოვიდეს რუსთაველზე, რათა ზიზღის კამპანიას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავისი უცხოელი მფარველების მეშვეობით, ჩვენ ვუთხრათ ქართველი ხალხის სიტყვა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საზოგადოება ხედავს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ მივცეთ, "ზუსტად იგივე ტერორს გააგრძელებენ, რა ტერორშიც ჰყავდათ საზოგადოება“.

„ეს ხალხი ხელისუფლებაში როცა იყვნენ, გვახსოვს რასაც აკეთებდნენ, საერთოდ ახშობდნენ თავისუფალ სიტყვას, ახლა ოპოზიციიდან, „ფეისბუქის“ კლავიატურებიდან პირდაპირ აშინებენ საზოგადოებას, რომ მათ თავისი აზრი არ გამოთქვან. ამ ჯგუფების უკან დგას უცხოური დაფინანსება. მათ შორის, ზოგიერთ პარტიაზე როცა ვსაუბრობთ, ეს არის ჩვეულებრივი ზიზღის, დაშინების კამპანია. საზოგადოება კიდევ ერთხელ ხედავს, რომ ამ ხალხს ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ მივცეთ, ზუსტად იგივე ტერორს გააგრძელებენ, რა ტერორშიც ჰყავდათ საზოგადოება. ამიტომ, მნიშვნელოვანია 29 აპრილს, დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს რუსთაველზე იმიტომ, რომ ამ ზიზღის კამპანიას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავისი უცხოელი მფარველების მეშვეობით, ჩვენ ქართული ღირსებით და ღირებულებებით ვუთხრათ ქართველი ხალხის სიტყვა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მოწოდება არის ყველას მიმართ, რომ ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, როდესაც უპირისპირდებიან „შავ ფულს, რომელიც უცხოეთიდან შემოდის“.

„როდესაც ჩვენ ვუპირისპირდებით ქართული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას, ეს არის ეროვნული ღირსების საკითხი, რომ ყველა რუსთაველზე გამოვიდეთ. ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველას დავანახოთ, რა სურს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხის სურვილი გამოიხატება ყველა სიტყვაში. დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც, ყველა უნდა იყოს რუსთაველზე იმისთვის, რომ ქართველი ერის ხმა ყველამ გაიგოს. ოპოზიცია უკვე დიდი ხანია დაპირისპირებულია ქართველ ხალხთან. მათ აქვთ ზიზღის კამპანია გამოხატულად, ამ ზიზღის კამპანიას ქართველი ხალხი არ იღებს. საბოლოოდ, ქართველ ხალხთან დაპირისპირება არავის გამოსვლია, ვინაიდან ქართველი ხალხი არის ძალაუფლების წყარო.ამიტომ, მნიშვნელოვანია, 29 აპრილს ქართველმა ხალხმა თავის სიტყვა თქვას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია