პაატა მანჯგალაძე - „ქართულ ოცნებას“ ილიას წყევლა სჭირს - „მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი“

„რუსული კანონის“ მისაღებად, თურმე, რეგიონებიდან დაიძვრება ხალხი, რომ ეს კანონი თუ არ მივიღეთ, ისე სახლში ცოცხლები არ მივალთო. ასეთ სისულელეს საუბრობს „ქართული ოცნება,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით დაანონსებულ სახალხო შეკრებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ილიას წყევლა სჭირს – „მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი“.

გარდა ამისა, დეპუტატის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში იმიტომ მობრუნდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი არ გახდეს.

„ეს კანონი „ქართულმა ოცნებამ“ მიზანმიმართულად შემოიტანა. სინამდვილეში დიდად არ სჭირდება. პირდაპირ ვერ ბედავენ ევროკავშირზე უარის თქმას. იციან, რომ 80%-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს უნდა ევროკავშირი. ახლა ღიად გამოვიდეს არჩევნების წინ და თქვას, რომ ევროკავშირი არ მინდა, ნიშნავს კონფლიქტში შესვლას საქართველოს 80% მოქალაქესთან. ამიტომ, მოიგონეს კანონი, რომელიც სინამდვილეში ბლოკავს ევროკავშირს. ბევრი სპეკულაცია იყო, რატომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი მესამედო. პირდაპირ გეუბნებით, ბიძინა ივანიშვილი მესამედ დაბრუნდა იმისთვის, რომ საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის