შალვა პაპუაშვილი - „ნეტგაზეთს“, „ბათუმელებს“ დეზინფორმაციის უარყოფა მოუწიათ, ამასაც ემსახურება გამჭვირვალობის კანონი, რომ ამ მედიასაშუალებების დამფინანსებლებსაც დაველაპარაკოთ

მას შემდეგ, რაც ვამხილეთ, პირადად მეც გამოვეხმაურე, მოუწიათ უარყოფა იმ დეზინფორმაციის, რომელიც გაავრცელეს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს გამჭვირვალობის საჭიროებას. სხვათა შორის, „ნეტგაზეთს“, „ბათუმელებს“ არ აქვს მითითებული, ვისგან ფინანსდებიან, ვინ იხდის ფულს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგოც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პრობლემა სწორედ ამაშია, რომ რიგ შემთხვევებში, როგორც შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, ევროკავშირის ფული იხარჯება უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებაზე, რაც მისი თქმით, მიუღებელია.

„მათ შორის სწორედ ამას ემსახურება გამჭვირვალობის კანონი, რომ ვიცოდეთ, ვინ არის დამფინანსებელი ამ მედიასაშუალების, რათა შემდეგ მათაც დაველაპარაკოთ. როგორც წესი, როგორც გამოცდილება აჩვენებს, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ასეთი დეზინფორმაციული მედიის უკან დგას აშშ-ის „დემოკრატიის ნაციონალური ფონდი“ და „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ – NED-ი და EED-ი. ამიტომ, პრობლემა სწორედ ამაშია, როგორც შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, ევროკავშირის ფული იხარჯება უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებაზე. ერთი მხრივ, ევროკავშირი დეზინფორმაციასთან ბრძოლას ცხრა პუნქტში წერს და შემდეგ თვითონ აფინანსებს დეზინფორმაციას პარტნიორი ქვეყნის წინააღმდეგ - ეს პრობლემა არის და ამაზე უნდა იზრუნოს საელჩომ, თუმცა, სამწუხაროდ, ვნახეთ, რომ თავად საელჩო ახალისებს. ეს შედეგია, მათ შორის წახალისების.

ჩვენ ახლახან ვნახეთ, როდესაც ევროკავშირმა პრიზები გადასცა სხვადასხვა მედიასაშუალებას, პირდაპირ დეზინფორმაციული მასალისთვის გადასცეს პრიზი ადამიანს. ეს შემდეგ ახალისებს ასეთ ქმედებებს. ამიტომ, პრობლემა არის, როდესაც საელჩოები ასე უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან მასპინძელ ქვეყანაში დაფინანსებას. აფინანსებენ ისეთ ღონისძიებებს, აქტივობებს, რომლებიც პირდაპირ დეზინფორმაციული, პროპაგანდისტულია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით ეს ყველაფერი ამერიკის და ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგაც არის მიმართული.

„როდესაც ელჩებს და მათ წარმომადგენლებს ვხვდები და საუბარია დეზინფორმაციაზე, ამ საკითხებზე ვეუბნები, რომ თქვენ თავად აფინანსებთ ღიად დეზინფორმაციის კამპანიას ქვეყნის წინააღმდეგ. გვახსოვს, სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით „დროა“, რომელიც ევროკავშირისგან ფინანსდებოდა EED-ს მეშვეობით - პირდაპირ ამ კამპანიაზე იყო აწყობილი, როდესაც ევროკავშირის ფული იხარჯება არა მარტო დეზინფორმაციაზე, არამედ ისეთ დეზინფორმაციაზე, რომლის მიზანია: დესტაბილიზაცია, არევა ქვეყნის შიგნით, რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა. ერთი წელი მხოლოდ ამაზე ვესაუბრებოდი ელჩებსაც და წარმომადგენლებსაც, რომ ასე არ შეიძლება. საქართველოში ასე ნამდვილად არ იქცევიან და არ ვიცი, მათ რა წარმოდგენა აქვთ ჩვენს ქვეყანაზე, როდესაც პირდაპირ დეზინფორმაციას ავრცელებენ, ამიტომაა მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, რომ ვიცოდეთ ვინ არის დამკვეთი და დამფინანსებელი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა