შალვა პაპუაშვილი - ერთადერთი, რასაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი აზარალებს, არის შავი ფული

ერთადერთი, რასაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი აზარალებს, არის შავი ფული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზების კამპანიას აფინანსებდნენ ევროკავშირი და აშშ, NED-ის და EED-ის მეშვეობით, „ამიტომ ეს ყველაფერი საზოგადოებამ უნდა იცოდეს“.

„ვხედავთ ზიზღის კამპანიას, ძალადობისკენ წაქეზებას სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ფული დარჩეს დაფარული. სადაც შეიძლება, იყოს შავი ფული, ის უნდა იყოს გამჟღავნებული. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ „დროას“ აფინანსებდა ევროკავშირი EED-ის მეშვეობით და ეს არავინ იცოდა, არსად ჩანდა. საზოგადოებისთვის ეს დაფარული იყო და შემთხვევით გავიგეთ. მაგალითად ის, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზების კამპანიას აფინანსებდნენ ევროკავშირი და აშშ, NED-ის და EED-ის მეშვეობით „სირცხვილიას“ აფინანსებდა და ესეც შემთხვევით გავიგეთ. ამიტომ ეს ყველაფერი საზოგადოებამ უნდა იცოდეს. თავად გამოიტანენ შემდეგ დასკვნებს, ეს დაფინანსება კარგია თუ ცუდი, მეგობრულია თუ არამეგობრული. ვფიქრობ, „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზება, ამ საკითხის და ასეთი ორგანიზაციების დაფინანსება არის არამეგობრული ქცევა. ყველამ უნდა ვიცოდეთ და შემდეგ გვექნება ამის საფუძველზე ერთმანეთთან საუბარი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება