მამუკა მდინარაძე - ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არაერთი სიცრუე მოხვდა

ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არაერთი სიცრუე მოხვდა - სიცრუე, რომელიც ამხილა სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლომ - ანუ, სტრასბურგი და სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში სცდება. აბსოლუტურად განსხვავებულ რაღაცას, ურთიერთგამომრიცხავ რაღაცებს წერენ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, რეალობა არ შეესაბამება სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ჩაწერილს.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არაერთი სიცრუე მოხვდა. პირდაპირ, მიკიბ-მოკიბვისა და რაღაც გადახვეული დიპლომატიური საუბრის გარეშე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ [მოხვდა] სიცრუე, რომელიც ამხილა სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლომ. სტრასბურგსაც და სახელმწიფო დეპარტამენტსაც რომ თავი დავანებოთ, ჩვენ ხომ ვიცოდით, რაღაცა ავტომანქანის გამოყენებაზე. ფაბულა ვიცოდით ამ საქმეზე. ადამიანმა მიითვისა, გაფლანგა ის, რაც უნდა შესულიყო მაშინდელ „რუსთავი 2“- ში, წავიდა მათ ჯიბეებში თუ მათ მეგობრების ჯიბეებში და მათ პირად საკუთრებებში. რა სამსახურებრივი ავტომანქანის გამოყენება? ჯერ, სიმართლე რა არის ის ვთქვათ. მანქანაზე რომ იყვნენ ჩაბჟირებულები, ის მანქანა უნდა მოხვედრილიყო ბარტერის სანაცვლოდ „რუსთავი 2“-ის ბალანსზე და მოხვდა სხვის ბალანსზე. ეს არის სიმართლე.

რაც შეეხება იმას, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა სიცრუე. რეალობა, რაც მე მოგიყევით, არ შეესაბამება სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ჩაწერილს. მაგრამ ამასვე უარყოფს სტრასბურგის გადაწყვეტილება, სადაც ერთი ხარვეზიც ვერ იპოვეს, რომ წარმოებაში მიეღოთ“,- განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადებითვე, „ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ასრულებენ იმ დაკვეთას, რომ საქართველოში უნდა იყვნენ პოლიტპატიმრები“.

„არ არის ეს პოლიტპატიმარი ამ საქართველოში. ქართული „ენჯეო“ ორგანიზაციების ინფორმაცია რომ არ ყოფილიყო, ვინ მოიფიქრებდა და ვინ იკადრებდა იმის თქმას, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, კვდება და უნდა გავათავისუფლოთ. დემარში იყო. აღმოჩნდა ტყუილი. გვარამია პოლიტპატიმრად მოიხსენიეს და ესეც ტყუილი აღმოჩნდა. სტრასბურგმა დაამტკიცა ეს. სააკაშვილი რომ არ კვდებოდა და პოლიტპატიმარი არ არის, ამას ამტკიცებს ჯერ ერთი, რეალობა. მეორე ის, რომ ეს ადამიანი ცოცხალია და აგერ, პოლიტიკაში უნდა ჩართვა. ანუ, სტრასბურგი და სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში სცდება [ერთმანეთს]. აბსოლუტურად განსხვავებულ რაღაცას, ურთიერთგამომრიცხავ რაღაცებს წერენ. ამ შემთხვევაში, რეალობა სტრასბურგის გადაწყვეტილებას ემთხვევა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ინფორმაცია [მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით], ძველი სახალხო დამცველის [ნინო ლომჯარიას] მიერ მიწოდებული სიცრუე აისახა. ეს იყო სიცრუე. ესე იგი, სააკაშვილის დამცველი იყო [ლომჯარია]. ადრეც ვთქვი, „ნაცების“ სახალხოდ დამცველი იყო ნინო ლომჯარია. ერთი წარმომადგენლობაა ამ ქვეყანაში. ეს არის წარმომადგენლობა „ნაცური“, რომლებიც არიან საერთო პარტიული ოჯახის წევრები. საერთო ინტერესები აქვთ. ნინო ლომჯარია რომ სახალხო დამცველი არ იყო, ყველამ გავიგეთ. არ მგონია, რომ ამერიკელ ხალხს და რომელიმე მოქალაქეს უხაროდეს, რომ ჩვენისთანა პატარა ქვეყნიდან, ამავდროულად ამაყი ქვეყნიდან, ჩადის ეს რაღაცა ცრუ ნარატივები და შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტი ამ სიცრუეს ავრცელებს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა