გიგი წერეთელი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე - ამ განცხადებებს პოლიტიკური, თუ ბიზნეს წრეები აკვირდებიან და ის საქართველოსთვის ძალიან დიდ რეპუტაციულ ზიანს წარმოადგენს

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმაურება.

როგორც წერეთელი აღნიშნავს, საქართველო დასავლელი მეგობრების კრიტიკას ყოველდღიურად ისმენს და ამ თვალსაზრისით არც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშია გამონაკლისი.

მისივე თქმით, ანგარიში ძალიან მწვავეა და მასში მნიშვნელოვან უარყოფით მოვლენებზეა ხაზი გასმული.

„პირველ რიგში, ეს ეხება სასამართლო სისტემას, არსებულ კორუფციას, იმ ნდობას, რომელიც ფაქტობრივად საერთოდ არ არსებობს მის მიმართ და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს. სწორედ ეს არის ამ ხელისუფლების პოლიტიკა, დასავლეთისგან დისტანცირება და რუსეთთან დაახლოება.

ეს არ არის ის განცხადებები, რომლებიც მარტივად ჩაივლის, ამ განცხადებებს აკვირდებიან და კითხულობენ პოლიტიკური, თუ ბიზნეს წრეები და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან დიდ რეპუტაციულ ზიანს წარმოადგენს. ეს არ არის არანაირად საქართველოსთვის რუსეთიდან თავის დახსნის საკითხში ხელშემწყობი“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს