ახალგაზრდობის სააგენტო, ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების მიზნით, საგრანტო კონკურსს აცხადებს

ახალგაზრდობის სააგენტო ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების მიზნით, მასშტაბურ საგრანტო კონკურსს აცხადებს.

მათივე განმარტებით, კონკურსის მიზანია, ქვეყანაში არსებულმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა, თემატური პრიორიტეტების შესაბამისად, ახალგაზრდებში სხვადასხვა კომპეტენცია განავითარონ.

„სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიიდან გამომდინარე, საგრანტო პროექტი შედგენილი უნდა იყოს შემდეგი თემატური პრიორიტეტების შესაბამისად:

მშვიდობის მშენებლობა და კულტურათაშორისი დიალოგი, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია;

მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა;

მეწარმეობა, მათ შორის, მწვანე, ციფრული და სოციალური მეწარმეობა; აქტიური მოქალაქეობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობა; ახალგაზრდებში სოციალური და დასაქმების უნარების გაძლიერება; არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ახალგაზრდული საქმიანობის განხორციელება; მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის საკვანძო კომპეტენციების გადაცემა (მათ შორის, ციფრული კომპეტენციების განვითარება).

ასევე, წარმოდგენილი საგრანტო პროექტი, შესაძლოა, მოიცავდეს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების გაძლიერებისთვის, საჭირო უნარების შეძენის მიზნით, შესაბამისი სწავლების/ტრენინგის განხორციელებას.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს - ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ახალგაზრდების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.

კონკურსის საერთო ბიუჯეტია 500 000 ლარი. მინიმალური თანხის მოცულობა, რომლის მოთხოვნაც შესაძლებელია ერთი საგრანტო პროექტის დასაფინანსებლად შეადგენს 50 000 ლარს, მაქსიმალური - 100 000 ლარს.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 22 აპრილიდან 2024 წლის 13 მაისის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე - grants-2@youthagency.gov.ge.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე., - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის