მამუკა მდინარაძე - რომელი გერჩივნათ: სტატუსი უკრაინასთან ერთად მიგვეღო და ცალ ფეხზე დამდგარიყავით, გადავჩეხილიყავით სადმე, თუ ის გირჩევნიათ, რომ ერთი წლის დაგვიანებით მივიღეთ და ამაყად და მყარად ვდგავართ? რომელი?

თუ ვინმეს უნდა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე გვევაჭროს ევროპის გზაზე რაღაც ინსტრუმენტებით, ეს არავის არ გამოუვა, მათ შორის, ეს ევროპის რეალური ინტერესი ვერ იქნება, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძე განაცხადა.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია, რომ ცრუ ნარატივით და „ფეიქით“ საქართველოს გზა ევროპისკენ შეფერხდეს.

„წარმოუდგენელია, რომ ცრუ ნარატივით და „ფეიქით“საქართველოს გზა ევროპისკენ შეფერხდეს. წარმოუდგენელია. ასეთივე ნარატივი იყო სააკაშვილის გათავისუფლებას, რომ გვთხოვდნენ - ევროინტეგრაცია შეფერხდებაო, ასეთივე ნარატივი იყო, რომ 12 რეკომენდაციას არ ასრულებთო და მერე აღმოჩნდა, რომ თურმე ვასრულებდით და კანდიდატის სტატუსიც მივიღეთ. ასეთივე ნარატივია დღესაც, ასეთი კამათის და ბრძოლის ფონზე გვიწევს. თუ ვინმეს უნდა საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე გვევაჭროს ევროპის გზაზე რაღაც ინსტრუმენტებით, ეს არავის გამოუვა, მათ შორის, ეს ევროპის რეალური ინტერესი ვერ იქნება.

საბოლოო ჯამში, ხომ დაგვიჯერა შარშან ხალხმა, ხომ წამოგვყვა, ხომ არ გამოვიდნენ, ხომ არ აჰყვნენ, ცრუ „ენჯეოების“ და პარტიების ნარატივს და ხომ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. აი, ასე გავაგრძელებთ. შეიძლება ერთი წლით დაგვიგვიანდეს რაღაცები დავუშვათ, მაგრამ რომელი გერჩივნათ: კანდიდატის სტატუსი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად მიგვეღო და ცალ ფეხზე დამდგარიყავით და ასე ხელი, რომ ეკრა ვიღაცას გადავბრუნებულიყავით, გადავჩეხილიყავით სადმე, თუ ახლა ის გირჩევნიათ, რომ ერთი წლის დაგვიანებით მივიღეთ და ამაყად და მყარად ვდგავართ? რომელი?“, - განაცხადა მდინარაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია