კურორტების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოში ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის გენერალური ასამბლეა იმართება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კურორტების განვითარების სააგენტოსა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 2024 წლის 22-24 აპრილს იმერეთის რეგიონის კურორტ წყალტუბოში, ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის გენერალური ასამბლეა იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას კურორტების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაცია (EHTTA), რომელიც 50 წევრისგან შედგება და არის ევროპის საბჭოს სერტიფიცირებული ასოციაცია და UNWTO-ს აფილირებული წევრი, მიზნად ისახავს ევროპის მასშტაბით თერმული და კულტურული მემკვიდრეობის წახალისებას, დაცვასა და გაძლიერებას.

„EHTTA-ს გენერალური ასამბლეა წელიწადში ორჯერ იმართება. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს კურორტების განვითარების სააგენტომ, 2024 წლის გენერალური ასამბლეის საქართველოში ჩატარების უფლება მოიპოვა, რაც ქვეყნის ბალნეოლოგიური კურორტების პოპულარიზაციას, კომერციალიზაციასა და ტურისტული პროდუქტების განვითარებას შეუწყობს ხელს.

გენერალური ასამბლეის ოფიციალური ნაწილი შედგება ევროპის თერმული მემკვიდრეობის და ტურიზმის კონფერენციის და ასოციაციის შიდა სამუშაო შეხვედრებისგან. მოწვეული სტუმრები გაეცნობიან კურორტ წყალტუბოს განვითარების ხედვასა და საინვესტიციო შესაძლებლობებს, რაც ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალისა და სოციალური სარგებლის გაზრდას შეუწყობს ხელს“,- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

მათი განმარტებით, კონფერენციას ასოციაციის 30-მდე წევრი, ევროპის თერმული ქალაქების ათზე მეტი მერი და ვიცე-მერი, კურორტების მფლობელები, გენერალური მენეჯერები და საქართველოს სხვადასხვა კურორტის წარმომადგენელი დაესწრო. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.

"საქართველოს აქვს უნიკალური პოტენციალი, მისი მრავალფეროვანი კლიმატური და ბალნეოლოგიური რესურსით, ლანდშაფტით და კულტურული მემკვიდრეობით როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოში ღირსეული ადგილი დაიკავოს და შექმნას მაღალკონკურენტუნარიანი კურორტები. შესაბამისად აღნიშნული ღონისძიების მასპინძლობაც, საქართველოში და კონკრეტულად თერმული და ჯანმრთელობის ტურიზმის ისტორიულ ცენტრში, როგორიც არის წყალტუბო, სიმბოლურია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ღონისძიებას" - აღნიშნა კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა ადგილზე მოინახულეს წყალტუბოში მოქმედი თერმულ-რადონული მინერალური წყლების აბაზანები და გაეცნენ კურორტის ისტორიულ მემკვიდრეობას.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ვიზიტი საირმესა და თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში