ვასო ურუშაძე - სასამართლოს გაუმჭვირვალობა, კლანურობა, მსახურება ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში არის ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას

სასამართლოს გაუმჭვირვალობა, კლანურობა, მსახურება ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში არის ერთ-ერთი პრობლემა ჩვენი ქვეყნის, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას, ბიზნესში ჯანსაღი კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გაუმჭვირვალე და კორუმპირებული სასამართლო ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ არ შემოდის ქვეყანაში პირდაპირ უცხოური ინვესტიცია, რატომ არ ხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რატომ არ იქმნება სამუშაო ადგილები, რატომ არ იზრდება ხელფასები მოქალაქეებისთვის, იქნება ეს საჯარო, თუ კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანები.

„სწორედ სასამართლოს გაუმჭვირვალობა, სასამართლოს კლანურობა, სასამართლოს მსახურება ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში არის ერთ-ერთი პრობლემა ჩვენი ქვეყნის, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას, ბიზნესში ჯანსაღი კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს დღეს სასამართლოს კლანის განეიტრალებით, სასამართლოში იმ რეფორმების გატარებით, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ჩვენ ვალდებულებად ავიღეთ, დღეს ახდენს წახალისებას იმ მოსამართლეების, რომლებიც ჩართულები არიან სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობაში. სწორედ მათი გადაწყვეტილებები, მათი მიკერძოებულობა, მათი კორუფციული ინტერესები არის ამ ქვეყანაში საფუძველი სიღარიბის, საფუძველი პრობლემების, საფუძველი იმისა, რომ ხალხი ემიგრაციაში მიდის ღირსეული შემოსავლის და სამსახურის საძიებლად და ქვეყანა ვერ ვითარდება ეკონომიკურად, არ ხდება ინვესტიციების მოზიდვა, რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც გადის პოსტსაბჭოთა კორუმპირებული ქვეყნების რიგებში, სადაც სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, ინვესტორს არ აქვს ჯანსაღი კონკურენტული ბიზნეს გარემოს გარანტია და სასამართლო კლანი იმართება ერთი ოლიგარქის და მისი კლანის მიერ“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს