ჯაბა სამუშიამ ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 148-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ცნობილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 148-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გახსნა.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

თსუ-ის რექტორმა ჯაბა სამუშიამ კონფერენციის მონაწილეებთან უნივერსიტეტის დამაარსებლის ღვაწლზე ისაუბრა.

„ივანე ჯავახიშვილის შემოქმედება მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის. ამდენი წლის შემდეგაც ნათლად ჩანს მისი წვლილი ქართული მეცნიერების, ქართული სახელმწიფოს განვითარებაში“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

მისი თქმით, ივანე ჯავახიშვილს თითქმის ყველა მიმართულებით აქვს შექმნილი ნაშრომი, რომელთა გადამუშავება და ხელახლა გამოცემა იგეგმება უნივერსიტეტში. ასევე, ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშრომლობით იგეგმება, გერმანიაში ივანე ჯავახიშვილის სადიპლომო ნაშრომის მოძიება და გამოქვეყნება.

სამეცნიერო კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.

„148 წლის წინ დაიბადა ივანე ჯავახიშვილი, რომელსაც წილად ხვდა მეოცე საუკუნის ქართული კულტურის, მეცნიერების და ზოგადად, მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფიგურა გამხდარიყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ივანე ჯავახიშვილის როლი ქართული სამეცნიერო ენის ფორმირებაში, მან განავითარა ტერმინოლოგია შესაბამისი დარგების და დღეს ამ ტერმინოლოგიას იყენებს სრულიად საქართველო“, - განაცხადა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა.

თსუ-ის ცნობითვე, კონფერენციაზე თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლებმა წარმოადგინეს სამეცნიერო მოხსენებები სხვადასხვა მიმართულებით. ღონისძიება 2 დღე გაგრძელდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება