იმერეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია - ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების დელეგატები იმერეთის კურორტების სამკურნალო თვისებებს ეცნობიან

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა, ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის დელეგატებს ვიზიტის ფარგლებში წყალტუბოს სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი "№6 წყარო" - ე.წ. „სტალინის აბაზანა" და ველნეს სპა Be Healthy დაათვალიერებინეს. ამის შესახებ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დელეგატები ადგილზე მინერალური წყლებით სამკურნალო პროცედურებს გაეცნენ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კურორტის თერმულ-რადონულ მინერალურ წყლებს უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს, ის სამოცამდე დაავადებას კურნავს.

„როგორც სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, მკურნალობა კომპლექსურად მიმდინარეობს, პაციენტებს, საჭიროების მიხედვით, ენიშნებათ მინერალური წყლის აბაზანები, სამკურნალო ფიზკულტურა, კლასიკური სამკურნალო და წყალქვეშა (ჰიდრო) მასაჟი, ფიზიო-თერაპია, ელექტროთერაპია და სხვა პროცედურები. წყალტუბოს წყალი სასარგებლოა რევმატიზმით, პოლიომიელიტითა და ცერებრული დამბლებით დაავადებული ბავშვებისთვისაც.

ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის დელეგატებმა სხვადასხვა სანატორიუმი დაათვალიერეს და ზოგადად, წყალტუბოს საინვესტიციო გარემოსა და ბალნეოლოგიური კურორტის შესაძლებლობებზე დეტალურ ინფორმაციას გაეცნენ.

როგორც ქართულმა მხარემ აღნიშნა ქვეყანაში, ბიზნეს-საინვესტიციო გარემო ჯანსაღია და რეგიონი მზად არის მოისმინოს ახალი ბიზნეს იდეები, ასევე მხარი დაუჭიროს რეგიონის განვითარებას.

კურორტ წყალტუბოს დათვალიერების შემდეგ ქვეყნების წარმომადგენლები კურორტ საირმეს ესტუმრნენ და ადგილზე გაეცნენ მიწის სიღრმეში გეოლოგების აღმოჩენილი ცხელი თერმული წყაროების უნიკალურობასა და სამკურნალო შესაძლებლობებს.

საერთაშორისო ასამბლეა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,კურორტების განვითარების სააგენტოს" ეგიდით იმართება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა