“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ ახალგაზრდების პროტესტი გრძელდება

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გასაპროტესტებლად სტუდენტები შეიკრიბნენ.

საკანონმდებლო ორგანოსთან დღევანდელი აქცია საქართველოს ეროვნული ჰიმნით დაიწყო, რის შემდეგაც ორგანიზატორებმა შეკრებილებს დღევანდელი დღის გეგმა გააცნეს.

როგორც ორგანიზატორებმა აქციაზე განაცხადეს, მთავრობის "არაევროპული განცხადებების" გამო, ისინი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის მიმართულებით მსვლელობას აპირებენ.

სტუდენტები პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლასაც გეგმავენ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა