ნინო წილოსანი - გამოცემა "პუბლიკა" აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას, ამჯერად, “ფეიკი” მამუკა მდინარაძის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატების გავრცელებაა და ამის კვალდაკვალ, ქალების უფლებების დაცვის მოტივს ამოფარებული აქტივისტების მუქარები

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, გამოცემა “პუბლიკას” მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ციტატის გავრცელებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს.

კერძოდ, წილოსანის განცხადებით, ონლაინ გამოცემა “პუბლიკა” „აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას“ და ხელოვნური განაყოფიერების თემაზე კონტექსტიდან ამოგლეჯილ ციტატებს ავრცელებს.

დეპუტატის თქმით, სინამდვილეში, მამუკა მდინარაძემ, დასმული კითხვის საპასუხოდ, პირიქით, მხარი დაუჭირა ქალებს მათი უფლებების რეალიზებაში.

“ონლაინ გამოცემა "პუბლიკა" თავის ჩვეულ სტილში აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას. ამჯერად, მორიგი ფეიკი მამუკა მდინარაძის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატების გავრცელებაა და ამის კვალდაკვალ, ქალების უფლებების დაცვის მოტივს ამოფარებული აქტივისტების მუქარები.

ვისაც რეალურად გაინტერესებთ შეგიძლიათ ლაივში მოუსმინოთ მამუკა მდინარაძეს. ის დასმულ კითხვას პასუხობს, საუბრობს ხელოვნური განაყოფიერების თემაზე და ამ კონტექსტშიც, პირიქით აღიარებს ქალის უფლებებს და მხარს უჭერს მათი უფლების რეალიზებას.

მორჩით ამ მდაბიო ფეიკებს, აღარ იყიდება” , - ნათქვამია ნინო წილოსანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც „ქართული ოცნება” ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია