დავით უსუფაშვილი - დემოკრატიული სამყარო საქართველოს მთავრობის ლიდერებს პირდაპირ ეუბნება: „თქვენ ემსახურებით პუტინს და არა - ხალხს“ - სანქციები ცალსახად იქნება

დემოკრატიული სამყარო საქართველოს მთავრობის ლიდერებს პირდაპირ ეუბნება, რომ „თქვენ პუტინს ემსახურებით და არა - ხალხს“ - სანქციები, რომლებზეც საუბრობენ, ცალსახად იქნება, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ საქართველოს მთავრობა მსგავს პოლიტიკას გააგრძელებს, მათთვის ევროპის კარი დახურული იქნება.

„ის შეფასებები, რომელიც დემოკრატიული სამყაროსგან ისმის, უკვე ყველაზე დიდი სანქციაა. ისინი საქართველოს მთავრობის ლიდერებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ „თქვენ პუტინს ემსახურებით, და არა - ხალხს, თქვენი ადგილი ევროპაში არ არის, რადგან იმ ელემენტარულ ღირებულებებს არ იზიარებთ, რაზეც ევროპა შეიქმნა“. სანქციები, რომლებზეც საუბრობენ, ცალსახად იქნება, რადგან ასეთ პოლიტიკას, ასეთ თვალთმაქცობას ევროპაში ადგილი არ აქვს.

თვალთმაქცობა, რომელიც მათ რუსულ კანონთან დაკავშირებით ჩაიდინეს, ეს პოლიტიკური ვირეშმაკობაა. იმ პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, რომელსაც დღეს ისინი ადგანან, მათთვის ევროპის კარი დახურულია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გარდა ამისა, მან „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დაგეგმილ შეკრებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ისეთ კრიტიკულ მომენტში, როგორიც არჩევნებია, ხალხი, რომლებიც საბიუჯეტო ხელფასს იღებენ და რომელზე ზემოქმედების ბერკეტიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, აღარ მოითმენს იმას, რის გაკეთებასაც მთავრობა მათ აიძულებს.

„რაც შეეხება 29 აპრილს დაგეგმილ აქციას, ხელისუფლებას, ადმინისტრაციული რესურსით, საბიუჯეტო ხელფასზე მყოფი ადამიანები ჰყავს. მათზე ზემოქმედებისა და ძალმომრეობის ბევრი ბერკეტი აქვთ. ამასობაში, ამ ხალხისთვის, ლუკმა-პურის საქმეა, ხვალ სამსახური ექნება თუ არა, ამიტომ „ქართულ ოცნებას“ 29 აპრილისთვის ხალხის მობილიზების ბერკეტი აქვს. თუმცა რა იქნება ამ ხალხის სულისკვეთება თუ ამ კონტრაქციაზე გამოვლენ? მოვდივარ და მჯერა „ოცნების“ ლიდერების ზღაპრების, რომ ევროპა და ევროკავშირი სხვადასხვა რამეაო? მე დარწმუნებული ვარ, რომ კრიტიკულ მომენტში, და ასეთი კრიტიკული მომენტი არჩევნებია, ეს ხალხი აღარ მოითმენს იმას, რის გაკეთებასაც „ქართული ოცნება“ მათ აიძულებს“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის